ცესკო: დათვლილია 3847-ვე საარჩევნო უბნის მონაცემები

რაც შეეხება მაჟორიტარულ ოლქებს, უკვე ცნობილია, რომ მეორე ტური 21 ნოემბერს გაიმართება ქუთაისში, ბათუმში, ზუგდიდში, გორში, რუსთავში, თელავში, ახმეტაში, ყვარელსა და ლაგოდეხში, ასევე თბილისის ყველა ოლქში.
Sputnik

თბილისი, 2 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, საპარლამენტო არჩევნებზე ამ დროისათვის 3 847 საარჩევნო უბნიდან დამუშავებულია ყველა – 3 847 საარჩევნო უბნის მონაცემი.

არჩევნების წინასწარი შედეგების მიხედვით, პარლამენტში 9 პოლიტიკური სუბიექტი შევა.

პროპორციული სისტემით ამომრჩეველთა ხმები შემდეგნაირად გადანაწილდა:

– „ქართული ოცნება“ – 48.22%

– „ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია“ – 27.14%

– „ევროპული საქართველო“ – 3,78%

– „ლელო“ – 3,16%

– „ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებელი“ – 3,15%

– „პატრიოტთა ალიანსი“ – 3,13%

– „გირჩი“ – 2,90%

– „ალეკო ელისაშვილი – მოქალაქეები“ – 1,33%

– „ლეიბორისტული პარტია“ – 1%.

დანარჩენმა პარტიებმა 1%-იანი ბარიერი ვერ გადალახეს, მათ ჯამში 6,19% დააგროვეს.

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს გაიმართა. მასში მონაწილეობას იღებდა 48 პარტია და ორი საარჩევნო ბლოკი, ასევე მაჟორიტარი დეპუტატობის 500 კანდიდატი. ამომრჩეველთა აქტივობამ 56.11% შეადგინა.

რაც შეეხება მაჟორიტარულ ოლქებს, უკვე ცნობილია, რომ მეორე ტური 21 ნოემბერს გაიმართება ქუთაისში, ბათუმში, ზუგდიდში, გორში, რუსთავში, თელავში, ახმეტაში, ყვარელსა და ლაგოდეხში, ასევე თბილისის ყველა ოლქში.