ყვითელი ამბები

ბერა არჩევნებზე ხმის მისაცემად მეუღლის გარეშე მივიდა – ფოტო

ნანუკა გუდავაძისა და ბერა ივანიშვილის სოციალური ქსელის გარშემო აჟიოტაჟი არ წყდება. საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ ეს წყვილი დიდი პოპულარობით სარგებლობს.
Sputnik

საქართველოში 31 ოქტომბერს არჩევნები გაიმართა. მთაწმინდის მეოთხე ოლქში საკუთარი არჩევანის გასაკეთებლად მშობლებთან ერთად მივიდა მუსიკოსი ბერა ივანიშვილი, რომელსაც არ ახლდა მეუღლე ნანუკა გუდავაძე.

საპრეზიდენტო არჩევნებზე 2018 წლის ნოემბერში სწორედ ამ მისამართზე მივიდა ხმის მისაცემად ახალდაქორწინებული წყვილი. უცნობია, ამჯერად რატომ არ იმყოფებოდა ნანუკა ბერასთან ერთად.

ბერა და მოდის ბლოგერი ნანუკა გუდავაძე 2018 წლის სექტემბერში დაქორწინდნენ. საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ წყვილს – ნანუკა გუდავაძესა და ბერა ივანიშვილს ბიჭუნა, პატარა ბერუკა გასული წლის ნოემბრის ბოლოს შეეძინა.

ახალბედა დედა იშვიათად ჩნდებოდა საზოგადოებაში, თუმცა ახლა აქტიურობას მოუმატა და ქმართან ერთად მისაბაძ კონტენტს ქმნის. ნათლობის შემდეგ წყვილი ბერუკას ფოტოებს ხშირად აქვეყნებს.