თბილისი, 1 ნოემბერი - Sputnik. საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ თბილისში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წინასწარი შედეგები გამოაქვეყნა.
საქართველოს მაჟორიტარულ ოლქებში მეორე ტური არჩევნების შემდეგ მესამე შაბათს – 21 ნოემბერს გაიმართება. მასში მონაწილეობას ის კანდიდატები მიიღებენ, რომლებმაც პირველ ტურში ხმების უმრავლესობა ვერ მოიპოვეს. ბოლო მონაცემებით, საქართველოს 30 მაჟორიტარული ოლქიდან მეორე ტური თბილისის რვა და რეგიონების რვა ოლქში ჩტარდება.
მაჟორიტარული სისტემით ამომრჩეველთა ხმები ასე გადანაწილდა:
ოლქი | კანდიდატები |
მთაწმინდა –კრწანისი | ბექა ოდიშარია („ქართული ოცნება“) – 44,81% შალვა შავგულიძე („ევროპული საქართველო) – 29,45% |
ვაკე | ნოდარ ტურძელაძე („ქართული ოცნება“) – 42,24% ელენე ხოშტარია („ევროპული საქართველო) – 35,55% |
საბურთალო | დავით სერგეენკო („ქართული ოცნება“) – 43,23% ალეკო ელისაშვილი („მოქალაქეები“) – 19,16% |
ისანი | კახა კახიშვილი („ქართული ოცნება) – 46,73% ხატია დეკანოიძე („ძალა ერთობაშია) – 27,24% |
სამგორი | სოზარ სუბარი („ქართული ოცნება“) – 45,87% ლევან ხაბეიშვილი („ძალა ერთობაშია) – 39,18% |
დიდუბე–ჩუღურეთი | გია ვოლსკი („ქართული ოცნება) – 42,69% ზურაბ ჯაფარიძე („გირჩი“) – 21,09% |
ნაძალადევი | მიხეილ ყაველაშვილი („ქართული ოცნება“) – 43,76% შალვა ნათელაშვილი („ლეიბორისტული პარტია“) – 25,01% |
გლდანი | ნიკა მელია („ძალა ერთობაშია) – 43,84% ლევან კობიაშვილი („ქართული ოცნება“) – 42,73% |
ცესკოს წინასწარი მონაცემებით, პარლამენტში შვიდი პარტია და ორი ბლოკი შედის, ლიდერობენ მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ (48,15%) და ოპოზიციური ბლოკი „ძალა ერთობაშია“ (27,14%), რომლის შემადგენლობაშიც შედის ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა.
საქართველოში 31 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნები შერეული სისტემით გაიმართა, რომელშიც 48 პარტიამ და ორმა საარჩევნო ბლოკმა მიიღო მონაწილეობა. ქვეყნის მოსახლეობამ 150 დეპუტატიდან 120 პარტიული სიით (პროპორციული სისტემა), 30 კი მაჟორიტარული წესით აირჩია. პარტიებისთვის გამსვლელი ბარიერი 1%, მაჟორიტარობის კანდიდატებს კი ხმების 50%–ზე მეტი უნდა მოეპოვებინათ.