„კლინიკები პაციენტებს ვეღარ იღებენ“ - კოვიდინფიცირებულის სულის შემძვრელი წერილი

ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 1791-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 40 727-ს მიაღწია
Sputnik

თბილისი, 1 ნოემბერი - Sputnik. კოვიდინფიცირებული პაციენტი სოციალურ ქსელში ემოციურ ისტორიას აქვეყნებს და წერს, რომ ერთ-ერთ კილინიკაში პაციენტებს ვეღარ იღებენ და ამის გამო შესაძლოა პაციენტი დაიღუპოს.

როგორც ქალი წერს, პაციენტს სასწრაფოს მანქანაში ჟანგბადის აპარატი გაუტანეს, თუმცა არ იცის, გადარჩება თუ არა ის.

„ძალიან მძიმე მოსასმენია სასოწარკვეთილი ადამიანების მუდარა, დერეფანში მაინც შეიყვანეთ და გადამირჩინეთო. ხან მგონია, რომ სიზმარში ვარ. ჩემგან 10 ნაბიჯში, სასწრაფოს მანქანაში, ვიღაც სიკვდილს ებრძვის და ვიღაც გაბმულად კივის. სრულ კოშმარში ვარ და თან მრცხვენია, თან მეშინია“, - წერს დაინფიცირებული.

საქართველოში ბოლო დღე-ღამეში ახალი კორონავირუსით კიდევ 28 ადამიანი გარდაიცვალა. ამ დროისთვის გარდაცვლილთა რაოდენობაა 335. ინფორმაცია ამის შესახებ საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge განახლდა.

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 28 პაციენტი გარდაიცვალა

ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 1791-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 40 727-ს მიაღწია.

ამ დროისთვის სულ გამოჯანმრთელდა 25 104 ადამიანი (ბოლო 24 საათში – 2 413), გარდაიცვალა – 335, კარანტინის რეჟიმშია 3007, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 4188 პაციენტია, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 2204 ადამიანი იმყოფება.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.