მთვარის კალენდარი: 1 ნოემბერი – რისი გაკეთება შეიძლება და რისი – არა

გაეცანით ჩვენს ყოველდღიურ კალენდარს და შეიტყვეთ, რა საქმიანობა იქნება წარმატების მომტანი ამა თუ იმ დღეს ღამის მანათობლის განწყობის მიხედვით.
Sputnik

მთვარეს უზარმაზარი ძალა გააჩნია და დიდი ზეგავლენის მოხდენა შეუძლია ადამიანებზე, რადგან ყველა კოსმოსურ ობიექტს შორის დედამიწასთან ყველაზე ახლოს იმყოფება.

1 ნოემბერი, კვირა. ამ დღეს მზე მართავს. კლებადი მთვარე კუროს ნიშანშია.

სავსემთვარეობის შემდეგ ღამის მანათობელი კლებას იწყებს. ამ დღეს კარგი იქნება, თუ ჰარმონიასა და წონასწორობას შეინარჩუნებთ.

სავსემთვარეობა 31 ოქტომბერს, ანუ უჩვეულო „ცისფერი მთვარე“

კუროს დღეს კარგია, როცა საქმეს საფუძვლიანად აკეთებთ. ხელსაყრელი დღეა ახალი სამსახურის დაწყების, ფინანსური გარიგებების გაფორმებისთვის, უძრავი ქონებისა და ზოგადად, ქონებრივი საკითხებით დაინტერესებისთვის.

ეს დღე ძალიან კარგი დროა სიყვარულისთვის. ქალები განსაკუთრებით მომაჯადოებელი ხდებიან. ხელსაყრელი დროა ერთობლივად ბუნებაში გასვლისთვის. ამ დღეებში ყალიბდება ურთიერთობები, როდესაც პარტნიორები ერთმანეთის გვერდით თავს გრძნობენ დაცულად, სტაბილურად. ესაა ურთიერთპატივისცემაზე, დახმარებასა და მხარდაჭერაზე დაფუძნებული კავშირი, მათ შორის, ფინანსური თვალსაზრისითაც. ამ ურთიერთობებს რამდენადმე აკლია ცეცხლი და მგზნებარება, ამიტომ სასურველია მასში არტისტიზმის შეტანა.

რეკომენდებულია წინა დღეების აქტიურობის შემდეგ დასვენება, პატარ–პატარა საქმეების დასრულება, მიღწეული პოზიციების გამტკიცება, სერიოზული საქმეების გადადება, მიმდინარე საკითხების განხილვა და გადაწყვეტილებების მიღება, ორომტრიალისა და დაძაბულობისგან გაცლა, კომფორტის შექმნა სამუშაო ადგილზე, აუჩქარებლად მოქმედება, ვაჭრობა, შემოქმედებითი საქმიანობა.

თუ გინდათ, სურვილები აგისრულდეთ: ფერი-თილისმა ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

არარეკომენდებულია ფულთან დაკავშირებული ოპერაციები, დოკუმენტებზე, კონტრაქტებზე ხელმოწერა, მივლინებაში წასვლა, მოლაპარაკებები, ხელმძღვანელობისთვის თხოვნით მიმართვა, გასაუბრებაში მონაწილეობა, ახალ ადგილზე მუშაობის დაწყება, ნეგატიური ემოციების გამომჟღავნება, სიახლეების შეტანა ცხოვრებაში.

ხელსაყრელი დღეა მგზავრობისთვის, თუ ბუნებაში გასვლას და დასვენებას აპირებთ.

თმის შეჭრა, შეღებვა: კარგი დღეა თმის შეჭრისთვის – თმა კარგად გაიზრდება და მისი მდგომარეობა გაუმჯობესდება. შეიძლება თმის შეღებვაც. მანიკურისთვის ნეიტრალური დღეა.

მებაღეობა: კურო ერთ–ერთი ნაყოფიერი ნიშანია. ამ დღეს კარგია მცენარეების დარგვა–გადარგვა, მიწაში არსებულ მავნებლებთან ბრძოლა, ყვავილებისთვის სასუქის მიცემა, ზამთრის მარაგის გაკეთება და მოსავლის აღება.