თბილისი, 1 ნოემბერი — Sputnik. ლეგენდარულმა ბერლინურმა ლუდის ბარმა Ständige Vertretung–მა (StäV) კანცლერი ანგელა მერკელი და რამდენიმე სხვა პოლიტიკოსი „შავ სიაში“ შეიყვანა ქვეყანაში 2 ნოემბრიდან ლოკდაუნის გამოცხადების გამო.
აღნიშნულის შესახებ StäV–ის დირექტორმა იორნ პეტერ ბრინკანმა და მისმა პარტნიორმა იან ფილიპ ბუბინგერმა განაცხადეს Facebook–ზე განთავსებულ ვიდეომიმართვაში.
„გერმანიის მთავრობამ ვერ გამოიყენა დრო აპრილის შემდეგ, რათა მოემზადებინა მოსახლეობა და ეკონომიკა კორონავირუსის მეორე ტალღისთვის ზამთარში. ის, რომ ახლა სამედიცინო დაწესებულებები შესაძლებლობის ზღვარზე მუშაობენ, რომ ინფიცირების ჯაჭვის დადგენა შეუძლებელია და საავადმყოფოებს პერსონალი არ ჰყოფნის — ეს პროგნოზირებადი იყო. მთავრობამ არაფერი გააკეთა. ინფიცირება გასტრონომიულ დაწესებულებებში, რობერტ კოხის ინსტიტუტის მონაცემებით, სამ პროცენტზე ნაკლებია. მიუხედავად ამისა, პროფესიაზე ნაციონალური აკრძალვა გამოგვიცხადეს“, — აცხადებს ბრინკმანი.
მისი თქმით, იმ პოლიტიკოსებმა, რომლებიც StäV–ის ხშირი სტუმრები არიან, გადაწყვიტეს კვლავ დაეხურათ გასტრონომიული დაწესებულებები და მუშაობა აეკრძალათ მათთვის.
„ეს პოლიტიკოსები დაუყოვნებლივ შეგვყავს „შავ სიაში“. ესენი არიან: კანცლერი ანგელა მერკელი, ბავარიის პრემიერ–მინისტრი მარკუს ზოდერი, „ბერლინის ბურგომისტრი მიხაელ მიულერი... მოვუწოდებთ კოლეგებს, შემოუერთდნენ ჩვენს იდეას“, — წერს ბრინკმანი.
კორონავირუსის პანდემიის გამო 2 ნოემბრიდან გერმანიში „შეზღუდული კარანტინი“ ცხადდება, რომელიც თვის ბოლომდე იმოქმედებს. ნოემბრის შუა რიცხვებში ხელისუფლება დადგენილი ზომების ანალიზს ჩაატარებენ მათი კორექტირების მიზნით.