დღის სტატისტიკა: კორონავირუსით ინფიცირება რეგიონების მიხედვით

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 1791-ით გაიზარდა და საერთო რიცხვმა 40 727-ს მიაღწია
Sputnik

თბილისი, 1 ნოემბერი – Sputnik. საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 1791 შემთხვევიდან ყველაზე მეტი — 532 შემთხვევა, თბილისში დაფიქსირდა, განაცხადა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა.

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 28 პაციენტი გარდაიცვალა

ინფიცირებულთა შემთხვევების რაოდენობით მეორე ადგილზე კვლავ აჭარაა, მესამეზე კი იმერეთის რეგიონი.

დღეისათვის კორონავირუსით ინფიცირების სტატისტიკა რეგიონების მიხედვით ასეთია: აჭარა — 369, იმერეთი — 392, ქვემო ქართლი — 86, შიდა ქართლი — 62, გურია — 29, სამეგრელო და ზემო სვანეთი — 187, კახეთი — 57, სამცხე-ჯავახეთი — 56, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი — 21.

„ამ ეტაპზე აქტიური ინფიცირების შემთხვევა არის 15 262. საავადმყოფოში 4 188 ადამიანი მკურნალობს, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში 2 046, აჭარაში კი 696“, — განაცხადა მეზვრიშვილმა.

ოფიციალური ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 1791-ით გაიზარდა და საერთო რიცხვმა 40 727-ს მიაღწია.

ბოლო დღე-ღამეში ახალი კორონავირუსით კიდევ 28 ადამიანი გარდაიცვალა.

COVID-19 საქართველოში: რამდენი შემთხვევა გამოვლინდა ბოლო დღე-ღამეში>>

ამ დროისთვის სულ გამოჯანმრთელდა 25 104 ადამიანი (ბოლო 24 საათში – 2 413), გარდაიცვალა – 335, კარანტინის რეჟიმშია 3007, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 4188 პაციენტია, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 2204 ადამიანი იმყოფება.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.