კახა კალაძე: „ქართულმა ოცნებამ“ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში დამაჯერებლად გაიმარჯვა

მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ არჩევნებში პარტიის გამარჯვებასთან დაკავშირებით ისაუბრა
Sputnik
კახა კალაძე: „ქართულმა ოცნებამ“ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში დამაჯერებლად გაიმარჯვა
„პირველ რიგში, გაიმარჯვა იმ ხალხმა, რომელმაც სწორი არჩევანი გააკეთა ჩვენი ქვეყნის შეუქცევადი დემოკრატიული განვითარებისთვის, მშვიდობისთვის, უსაფრთხოებისა და ერთიანი ძლიერი საქართველოსთვის. რა თქმა უნდა, ჩვენთან ერთად გაიმარჯვა ყველა მოქალაქემაც, რომელმაც დღეს განსხვავებული არჩევანი დააფიქსირა. ვინაიდან დღევანდელი შედეგებით გამარჯვებულია არა მხოლოდ ჩვენი პოლიტიკური გუნდი, არამედ მთელი ქვეყანა. მადლობა საარჩევნო ადმინისტრაციას, რომელმაც საკმაოდ უჩვეულო, პანდემიის პირობებში წარმატებით გაართვა თავი საარჩევნო პროცესის გამართულ ორგანიზებას. ამავდროულად მსურს მადლობა გადავუხადოთ შინაგან საქმეთა სამინისტროს, რომელიც მოწოდების სიმაღლეზე მუშაობდა და მოქალაქეების უსაფრთხოება, მათი ნების გამოხატვა სათანადოდ უზრუნველყო. მადლობა ადგილობრივ და უცხოურ სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, დიპლომატიურ კორპუსს, ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორ სახელმწიფოებს და ყველას, ვინც მორიგი დემოკრატიული არჩევნების ჩატარებაში საკუთარი წვრილი შეიტანა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კახა კალაძის განმარტებით, მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში ყველაფერი გაკეთდება ქვეყნის ევროპული მომავლისთვის.