კასპში მუნიციპალიტეტის მერი აირჩიეს

კასპში მერის არჩევნებზე გაიმარჯვა „ქართული ოცნების“ კანდიდატმა ვახტანგ მაისურაძემ, რომელმაც ამომრჩეველთა ხმების 55% მიიღო
Sputnik

თბილისი, 1 ნოემბერი  - Sputnik. საპარლამენტო არჩევნების პარალელურად კასპში მერის რიგგარეშე არჩევნები ჩატარდა.

საქართველოში 31 ოქტომბერს გაიმართა არამარტო საპარლამენტო არჩევნები, არამედ არჩევნები აჭარის უმაღლეს საბჭოში და ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოების შუალედური არჩევნები. კერძოდ, მოქალაქეები ირჩევდნენ მერებს ხუთ ქალაქში - კასპში, ონში, ხარაგაულში, თერჯოლასა და ქუთაისში.

ISFED ხმების პარალელური დათვლის შედეგებს აქვეყნებს

კასპში მერის არჩევნებზე გაიმარჯვა „ქართული ოცნების“ კანდიდატმა ვახტანგ მაისურაძემ, რომელმაც ამომრჩეველთა ხმების 55% მიიღო.

მერის არჩევნებზე კენჭს იყრიდა ხუთი ადამიანი. კანდიდატი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ ნუგზარ ნონიაშვილი - 32%, ილია კიტრიაშვილი („პატრიოტთა ალიანსი“) – 6%, გიორგი ხელაშვილი („ევროპული საქართველო“) – 3%, ოთარ ქოსაშვილი (ლეიბორისტული პარტია) – 3%.

კასპში მერის არჩევნებზე აქტივობამ 57,16% შეადგინა.