გიორგი ლორიამ ტრავმა მიიღო

საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში გიორგი ლორიამ 59 მატჩი ჩაატარა, რა დროსაც 23 გოლი მოიგერია და 64 გოლი გაუტანეს
Sputnik

თბილისი, 1 ნოემბერი  - Sputnik. საქართველოს ფეხბურთის ნაკრების და კვიპროსის „ანორთოსისის“ მეკარემ, გიორგი ლორიამ მცირე დაზიანება მიიღო და, შესაძლოა, ის კვიპროსის ჩემპიონატის უახლოეს მატჩს გააცდენს.

„რუბინის“ ქართველმა ნახევარმცველმა ტრავმა მიიღო

ლორიამ დაზიანება მიიღო 28 ოქტომბერს „ეთნიკოსთან“ მატჩის წინა ვარჯიშზე და ამ თამაშში მონაწილეობა ვერ მიიღო. მრტ-სკანირებამ აჩვენა, რომ ტრავმა არც ისე სერიოზულია. თუმცა ჯერჯერობით უცნობია, შეძლებს თუ არა დღეს ქართველი გოლკიპერი IX ყურის მატჩში „კარკიოტისის“ წინააღმდეგ თამაშს.

12 ნოემბერს საქართველოს ნაკრები თბილისში ჩრდილოეთ მაკედონიას უეფას ერთა ლიგის ფინალში თამაშობს. მატჩის გამარჯვებული მიიღებს საგზურს ევროპის ჩემპიონატზე, რომელიც მომდევნო წლის ზაფხულში გაიმართება.

საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში გიორგი ლორიამ 59 მატჩი ჩაატარა, რა დროსაც 23 გოლი მოიგერია და 64 გოლი გაუტანეს