„ქართული ოცნება“ საპარლამენტო უმრავლესობას კარგავს - ხმების დათვლის შედეგები ამ დროისათვის

საპარლამენტო არჩევნების შედეგებიდან ამ დროისთვის 3847 საარჩევნო უბნიდან მონაცემები დათვლილია 1 941 უბნის მიხედვით.
Sputnik

თბილისი, 1 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, საპარლამენტო არჩევნებზე ამ დროისთვის 3 847 საარჩევნო უბნიდან დამუშავებულია 1941 საარჩევნო უბნის მონაცემი.

პროპორციული სისტემით ამომრჩეველთა ხმები შემდეგნაირად გადანაწილდა:

  • „ქართული ოცნება“ – 49.98%
  • „ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია“ – 25.42%
  • „ევროპული საქართველო“ – 3,82%
  • „პატრიოტთა ალიანსი“ – 3,29%
  • „ლელო“ – 3,1%
  • „ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებელი“ – 3,05%
  • „გირჩი“ – 2,83%
  • „ალეკო ელისაშვილი – მოქალაქეები“ – 1,32%
  • „ლეიბორისტული პარტია“ – 1%.

დანარჩენმა პარტიებმა 1%–იანი ბარიერი ვერ გადალახეს.

რაც შეეხება მაჟორიტარულ ოლქებს, ცესკოს 30 უბნიდან 29–ის მონაცემები აქვს. ამ მონაცემებით მეორე ტური ჩატარდება ქუთაისში, რუსთავში, ბათუმში, ახმეტაში, ყვერელსა და ლაგოდეხში, ასევე თბილისის ყველა ოლქში.

საქართველოში 31 ოქტომბერს პარლამენტის არჩევნები გაიმართა, რომელშიც 48 პარტია და ორი საარჩევნო ბლოკი მონაწილეობდა. საქართველოში არჩევნები პანდემიის პირობებში ჩატარდა.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნები საქართველოში შერეული სისტემით ჩატარდა. ქვეყნის მოსახლეობამ 150 დეპუტატი უნდა აირჩიოს საკანონმდებლო ორგანოში — 120 პროპორციული და 30 მაჟორიტარული წესით.  საპარლამენტო არჩევნების პარალელურად, გაიმართა აჭარის უმაღლეს საბჭოს, ასევე მერების რიგგარეშე და საკრებულოების შუალედური არჩევნები.