როგორი ამინდი იქნება თბილისში სამშაბათს, 3 ნოემბერს

სამშაბათს დედაქალაქში შედარებით აგრილდება. სინოპტიკოსების პროგნოზით, მოსალოდნელია მცირე წვიმა. ჰაერი 19 გრადუსამდე გათბება
Sputnik

თბილისი, 1 ნოემბერი – Sputnik. თბილისში სამშაბათს, 3 ნოემბერს უპირატესად ღრუბლიანი ამინდი და სუსტი წვიმაა მოსალოდნელი.

მინიმალური ტემპერატურა – პლუს 11 გრადუსი დაფიქსირდება ღამით, ხოლო დღისით ჰაერი +19 გრადუსამდე გათბება.

ქარი წამში 8–13 მეტრი სიჩქარით დაუბერავს.

მზე 07:35 საათზე ამოვა და 17:52 საათზე ჩავა.