თბილისი, 31 ოქტომბერი – Sputnik. ოპოზიციურმა ტელეკომპანია „მთავარმა არხმა“ რეიტინგული ფრანგული კომპანია IPSOS-ის მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის განახლებული შედეგები გაავრცელა.
IPSOS: თბილისში მაჟორიტარული ოლქების უმრავლესობაში მეორე ტური გაიმართება>>>
რეგიონების მიხედვით ერთმანდატიან საარჩევნო ოლქებში მაჟორიატარი დეპუტატობის კანდიდატების შედეგები შემდეგნაირად ნაწილდება:
– ლაგოდეხი–ყვარელი–თელავი–ახმეტა: "ქართული ოცნება" ირაკლი ქადაგიშვილი - 45%, გაერთიანებული ოპოზიცია - გიორგი ბოტკოველი - 42%;
– მცხეთა–მთიანეთი–დუშეთი–ყაზბეგი: "ქართული ოცნება" შალვა კერესელიძე - 39%, გერთიანებული ოპოზიცია ცეზარ ჩოჩელი 45%;
– რუსთავი–გარდაბანი: "ქართული ოცნება" ნინო ლაცაბიძე - 31%, გაერთიანებული ოპოზიცია დავით კირკიტაძე - 51%;
– მარნეული: "ქართული ოცნება ზაურ დარგალი- 49%, გაერთიანებული ოპოზიცია აზერ სულეიმანოვი - 36%;
– ბოლნისი–დმანისი–წალკა–თეთრიწყარო: "ქართული ოცნება" გოგი მეშველიანი - 56%, გაერთიანებული ოპოზიცია კახა ოქრიაშვილი - 37%;
– კასპი–გორი: ბადრი ბასიშვილი 39%, გიორგი ხოჯევანიშვილი 39%.
– ქარელი–ხაშური: "ქართული ოცნება" ზაალ დურგალლი - 37%, გაერთიანებული ოპზიცია ნატო ჩხეიძე - 46%;
– ბორჯომი–ახალციხე–ადიგენი–ასპინძა: "ქართული ოცნება ანტონ ობოლაშვილი - 58%, გაერთიანებული ოპოზიცია ვაჟა ჩიტაშვილი - 30%;
– ახალქალაქი–ნინოწმინდა: "ქართული ოცნება" სამველ მანუკიანი - 75%, გაერთიანებული ოპოზიცია მელიქ რასიანი - 5%;
– ონი–ამბროლაური–ცაგერი–ლენტეხი–მესტია: "ქართული ოცნება" გოჩა ენუქიძე 61%, გაერთიანებული ოპოზიცია დილარ ხაბულიანი - 15%, "ევროპული საქართველო" გოჩა გურგუჩიანი - 11%;
– ხარაგაული–საჩხერე–ჭიათურა: "ქართული ოცნება" პაატა კვიჟინაძე - 59%, გაერთიანებული ოპოზიცია გიორგი კაპანაძე - 23%;
– თერჯოლა–ზესტაფონი–ბაღდათი–ტყიბული: "ქართული ოცნება" ბეჟან წაქაძე 49%, გაერთიანებული ოპოზიცია კახა გეწაძე 25%, "ევროპული საქართველო" გიორგი წერეთელი 19%;
– ვანი–სამტრედია–ხონი–წყალტუბო: "ქართული ოცნება" გივი ჭიჭინაძე 46%, გაერთიანებული ოპოზიცია ნანუკა ჟორჟოლიანი 29%;
– ქუთაისი: "ქართული ოცნება" ზაზა ლომინაძე 29%, გაერთიანებული ოპოზიცია გრიგოლ ვაშაძე 50%;
– ოზურგეთი–ლანჩხუთი–ჩოხატაური: "ქართული ოცნება" ვასილ ჩიგოგიძე 52%, ენმ მანუჩარ კვირკველია 16%, "ევროპული საქართველო" ხათუნა გოგორიშვილი 11%;
– აბაშა–მარტვილი–წალენჯიხა–ჩხოროწყუ: "ქართული ოცნება" ალექსანდრე მოწორელია 45%; გაერთიანებული ოპოზიცია როლანდ ფიფია 41%;
– სენაკი–ხობი–ფოთი: "ქართული ოცნება" ირაკლი ხახუბია 49%, გაერთიანებული ოპოზიცია მურთაზ ზოდელავა 32%;
– ზუგდიდი: "ქართული ოცნება" ირაკლი ჩიქოვანი 35%, გაერთიანებული ოპოზიცია მალხაზ ჯალაღონია 49%;
– ბათუმი: "ქართული ოცნება" რესან კონცელიძე 35%, გაერთიანებული ოპოზიცია ლევან ვარშალომიძე 39%;
– ქობულეთი: "ქართული ოცნება" ზალ მიქელაძე 54%, გაერთიანებული ოპოზიცია ბონდო თედორაძე 33%;
– ქედა–შუახევი–ხელვაჩაური–ხულო: "ქართული ოცნება" ანზორ ბოლქვაძე 46%, გაერთიანებული ოპოზიცია მიშა ბოლქვაძე 36%.
ეგზიტპოლის შედეგებით, 30 მაჟორიტარული ოლქიდან უმეტესობაში მეორე ტური გაიმართება.
ცესკოს მონაცემებით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საპარლამენტო არჩევნებში ამომრჩეველთა აქტივობამ 56,11% შეადგინა.
ეგზიტპოლი – გამოკითხვა, რომელიც არჩევნების დღეს, კენჭისყრის შენობის გარეთ ტარდება. იგი არ არის იურიდიული ძალის მქონე, უბრალოდ ასახავს არჩევნების საერთო ტენდენციას.