საქართველოში კორონავირუსის პანდემიის ფონზე საპარლამენტო არჩევნები დაიწყო - ფოტო

Sputnik

არჩევნების დღეს ამომრჩევლებს უნდა ეკეთოთ პირბადეები, გაიარონ დეზობარიერი და დაიმუშავონ ხელები სადეზინფექციო საშუალებით.

პირბადის მოხსნა ორჯერ გახდება რამდენიმე წამით საჭირო: შესასვლელში, პირადობის დასადასტურებლად და საარჩევნო კომისიის მიერ სარეგისტრაციო შემოწმებისას.

შაიცვალა კაბინებიც. აქ ფარდებს ვეღარ ნახავთ, შესასვლელი კი კედლის მხარესაა განთავსებული, რათა არ დაირღვეს საიდუმლოების პრინციპი.

საქართველოს მოქალაქეები ქვეყნის პარლამენტსი ბოლოჯერ ირჩევენ შერეული სისტემით, სადაც 150-დან 120 საპარლამენტო მანდატი პროპორციული სისტემით გადანაწილდება, ხოლო 30 - მაჟორიტარულით. მომდევნო არჩევნები, რომელიც 2024 წელს გაიმართება, იქნება მხოლოდ პროპორციული.

პარლამენტში მოსახვედრად პარტიებს მოუწევთ 1%-იანი ბარიერის გადალახვა, ბლოკებისათვის კი იმდენივე პროცენტია, რამდენი პარტიაც შედის მასში. რაც შეეხება მაჟორიტარულ არჩევნებს, აქ იმარჯვებს ის კანდიდატი, რომელიც საკუთარ ოლქში მისული ამომრჩევლების ხმების 50%-ზე მეტს მოიპოვებს.

1 / 12
საქართველოში არჩევნები დაიწყო - ქვეყნის მოსახლეობა დღეს მეათე მოწვევის პარლამენტს ირჩევს
2 / 12
ზუსტად რვა საათზე ქვეყანაში გაიხსნა 3 500-ზე მეტი საარჩევნო უბანი
3 / 12
არჩევნები კორონავირუსის მეორე ტალღის ფონზე მიმდინარეობს - ქვეყანაში საგრძნობლად მატულობს დაინფიცირებულთა რაოდენობა
4 / 12
ცესკომ განსაკუთრებული წესები შემოიღო, რათა მინიმუმამდე დავიდეს დაავადების რისკი
5 / 12
აუცილებელი პირობაა პირბადეები და ხელების დეზინფექცია
6 / 12
თუ ამომრჩეველს არ აქვს პირბადე, მას ადგილზე მისცემენ
7 / 12
ასევე, თითოეულ ამომრჩეველს ეძლევა კალამი, რომელსაც ონ სპეციალურ კონტეინერში ტოვებს ხმის მიცემის შემდეგ
8 / 12
კომისიის წევრები, დამკვირვებლები და ჟურნალისტები უბანზე შესვლისას თერმოსკრინინგჰს გადიან
9 / 12
საარჩევნო კომისიის წევრები დამატებით იცავენ თავს ხელთათმანებითა და სახის ფარებით
10 / 12
ყველა ვალდებულია დაიცვას სოციალური დისტანცია
11 / 12
შეიცვალა საიდუმლოდ ხმის მისაცემი კაბინებიც. მათში აღარ არის ფარდები, შესასვლელი კი კედლის მხარესაა მოქცეული
12 / 12
რაც შეეხება არჩევნებში COVID-19-ით ინფიცირებულთა და იზოლაციაში მყოფების მონაწილეობას, 127-მა სპეციალურმა უბანმა და 311-მა საარჩევნო ყუთმა უკვე დაიწყო მათი მომსახურება