პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა თავისი არჩევანი ერთ–ერთმა პირველმა გააკეთა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საპარლამენტო არჩევნებში მიიღო მონაწილეობა. ის მთაწმინდის ოლქში
Sputnik

თბილისი, 31 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საპარლამენტო არჩევნებში ერთ–ერთმა პირველმა მიიღო მონაწილეობა.

პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა თავისი არჩევანი ერთ–ერთმა პირველმა გააკეთა

პრეზიდენტი საარჩევნო უბანს კრწანისის რაიონში, კოტე აფხაზის ქუჩაზე ეწვია.

„ჩვენ დღეს ყველანი ხმას ვაძლევთ იმისთვის, რომ ავაშენოთ ის ქვეყანა, რომელზეც ჩვენ ყველანი ვოცნებობთ. ეს არის დემოკრატიული ქვეყანა, ეს არის ევროპული ქვეყანა და დღეს არის კიდევ ერთი ნაბიჯი ამ მიმართულებით", – განუცხადა პრეზიდენტმა ჟურნალისტებს.

სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ ძალზე მნიშვნელოვანია ის, რომ დღეს მოქალაქეები ხმას აძლევენ ამ ძალიან რთულ პირობებში, რასაც ჰქვია პანდემია. მისი თქმით, ვირუსის გავრცელების აღსაკვეთად დაწესებული ყველა ზომა დაცულია და საშიში არაფერია. მან კიდევ ერთხელ მოუწოდა მოქალაქეებს აქტიურობისკენ.

ბიძინა ივანიშვილმა თავისი არჩევანი გააკეთა>>

დღეს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. ქვეყნის მოსახლეობა მეათე მოწვევის პარლამენტის დეპუტატებს აირჩევს.

მოქალაქეები 120 დეპუტატს აირჩევენ პროპორციული სისტემით (პარტიული სიებით), ხოლო 30-ს - მაჟორიტარულით, ოლქებში კონკრეტული კანდიდატებისთვის კენჭისყრის შედეგად.