ნიკა მელია: ვითარება იმაზე მეტად შემაშფოთებელია, ვიდრე ჩანს

გლდანში, ერთ-ერთ  საარჩევნო უბანზე „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები ერთმანეთს სიტყვიერად და ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.
Sputnik

თბილისი, 31 ოქტომბერი - Sputnik. გლდანში მმართველმა პარტიამ კრიმინალების მობილიზება მოახდინა, განაცხადა ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, გლდანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ნიკა მელიამ დღეს გამართულ საგანგებო რიფინგზე. 

გლდანში საარჩევნო უბანზე დაპირისპირების ფაქტზე ხუთი ადამიანი დააკავეს

მელიას მტკიცებით, გლდანში მომხდარი დაპირისპირების დროს  თბილისის მერის კახი კალაძის ბავშვობის მეგობარმა დათო კვიჟინაძემ მათ დამკვირვებლებს იარაღი დაუმიზნა.

„უკანასკნელი ინფორმაციით, გლდანის რაიონში უპირობოდ მარცხდება „ქართული ოცნების" მაჟორიტარი კანდიდატი. ადგილზე მობილიზებული არიან კრიმინალები. გლდანის პირველ მიკრორაიონში, 84-ე საარჩევნო უბანთან მივიდა ვინმე დათო კვიჟინაძე და იარაღი დაუმიზნა იქ მყოფ ჩვენს დამკვირვებლებს. აქ ვითარება იმაზე მეტად დაძაბულია, ვიდრე ჩანს" - განაცხადა ნიკა მელიამ.

 მისი თქმით, პოლიციამ გლდანის 84-ე  საარჩევნო უბანთან  მისი ოფიციალური წარმომადგენელი ირაკლი ეძგვერაძე დააკავა, რომლის ადგილსამყოფელი ამ დროისთვის უცნობია.

გლდანში, ერთ-ერთ  საარჩევნო უბანზე „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები ერთმანეთს სიტყვიერად და ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. სიტუაციის განმუხტვის მიზნით დაპირისპირებაში სამართალდამცავებიც ჩაერთვნენ, თუმცა, აქტივისტები მათაც დაუპირისპირდნენ. ერთ-ერთმა აქტივისტმა პოლიციელს წყალიც შეასხა. ისინი ასევე ხელს უშლიდნენ პოლიციელებს სავარაუდო სამართალდამრღვევების დაკავებაში. სამართალდამცველებმა  ხუთი ადამიანი დააკავეს.