გაერთიანებული ოპოზიციის პრემიერობის კანდიდატი მიხეილ სააკაშვილი პოსტზე უარს აცხადებს

სააკაშვილის განცხადებით, ოპოზიციამ კოალიციური მთავრობის ფორმირებისთვის ისეთი კანდიდატები უნდა შეარჩიოს, რომელიც ქართველი ხალხისთვის იქნება მისაღები.
Sputnik

თბილისი, 31 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს ექს–პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, რომელიც საარჩევნო ბლოკ „ძალა ერთობაშიას“ პრემიერ–მინისტრობის კანდიდატია, განაცხადა რომ მას არ აინტერესებს აღნიშნული თანამდებობა. 

როგორ აღნიშნეს "ქართულმა ოცნებამ" და "ნაციონალურმა მოძრაობამ" არჩევნების დასრულება - ვიდეო

საქართველოში დღეს საპარლამენტო არჩევნები გაიმართა. საარჩევნო უბნების დახურვისთანავე რამდენიმე ტელეკომპანიამ ეგზიტპოლების შედეგები გაავრცელეს. ყველა გამოკითხვაში მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ ლიდერობს, მიხეილ სააკაშვილის დაფუძნებული „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ კი მეორე ადგილზეა.

„ნაცმოძრაობამ“ სხვა პარტიებთან შედარებით, ორჯერ მეტი ხმები მოიპოვა, მაგრამ ახლა გაყოფის და იმის გარკვევის დრო არაა – ვინ რამდენი მიიღო. ახლა ყველაზე მთავარია ჩვენი ქვეყანა. მე არ მაინტერესებს ასეთი თანამდებობები, სამჯერ ვთქვი უარი უკრაინის პრემიერ–მინისტრის თანამდებობაზე, მით უმეტეს, არ მაინტერესებს საქართველოს პრემიერ–მინისტრის პოსტი. მაგრამ მე მაღელვებს ის, რომ სახლში დაბრუნება არ შემიძლია“, – განაცხადა სააკაშვილმა.

მისი თქმით, ოპოზიციამ კოალიციური მთავრობის ფორმირებისთვის ისეთი კანდიდატები უნდა შეარჩიოს, რომელიც ქართველი ხალხისთვის იქნება მისაღები.