ნანგრევებიდან ადამიანები ამოჰყავთ: ვრცელდება ახალი ვიდეო თურქეთის უბედურების ზონიდან

ძლიერ მიწისძვრას თურქეთის ქალაქ სეფერიქისარში მცირე ცუნამი მოჰყვა, 6.9 ბალის სიმძლავრის რყევები იგრძნობოდა ახლომდებარე ბერძნულ კუნძულებზეც
Sputnik

თბილისი, 31 ოქტომბერი — Sputnik. თურქეთში ძლიერი მიწისძვრის შედეგად ჩამოშლილი შენობების ნანგრევებიდან მაშველებმა ასი ადამიანი ამოიყვანეს, განაცხადა ქვეყნის გარემოს დაცვისა და ქალაქმშენებლობის მინისტრმა მურათ კურუმმა.

​​„სტიქიური უბედურების ზონაში ხუთი ათასამდე მაშველი მუშაობს. დანგრეულია 17 შენობა. რვა მათგანის ნანგრევებზე სამაშველო სამუშაოები გრძელდება“, — განუცხადა კურუმმა ჟურნალისტებს.

​ამასთან ძლიერი რყევები (6,9 ბალი) იგრძნობოდა ახლომდებარე ბერძნულ კუნძულებზეც.

ბოლო მონაცემებით, თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულია 25 და დაშავებულია 800 ადამიანი, ხოლო ბერძნულ კუნძულ სამოსზე ორი მოზარდი დაიღუპა და 20 დაშავდა.