მარნეულში სპეცრაზმია მობილიზებული

დღეს საქართველოში საპარლამენტო არჩევნებია - ქვეყნის მოსახლეობამ 150 დეპუტატი უნდა აირჩიოს საკანონმდებლო ორგანოში — 120 პროპორციული და 30 მაჟორიტარული წესით
Sputnik

თბილისი, 31 ოქტომბერი — Sputnik. მარნეულში, პოლიციის შენობის უკან სპეცრაზმია მობილიზებული. ისინი ადგილზე შესაბამისი აღჭურვილობით იმყოფებიან, იტყობინება „Sputnik საქართველო“-ს კორესპონდენტი ადგილიდან.

ქართველი სამხედროები ავღანეთში საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობენ

საქართველოს სპეციალური ოპერაციების ძალების წარმომადგენლები ორ ავტობუსში და რამდენიმე პიკაპის ტიპის ავტომობილებში არიან განლაგებულები. თუ რას უკავშირდება სპეციალური რაზმის ადგილზე გამოჩენა, ჯერ უცნობია.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნები საქართველოში შერეული სისტემით ტარდება. ქვეყნის მოსახლეობამ 150 დეპუტატი უნდა აირჩიოს საკანონმდებლო ორგანოში — 120 პროპორციული და 30 მაჟორიტარული წესით.

მეათე მოწვევის პარლამენტის არჩევნებში 48 პარტია და ორი საარჩევნო ბლოკი მონაწილეობს.