დარღვევები ფოთში საარჩევნო უბნებზე

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები ფოთში მმართველი პარტიის მხარდამჭერებს საარჩევნო უბნებთან აგიტაციის წარმოებაში ადანაშაულებენ.
Sputnik

31ოქტომბერი, ფოთი - Sputnik. ფოთში თითქმის ყველა საარჩევნო უბანზე „ქართული ოცნების" აგიტატორები არიან მობილიზებილი და ადგილზე მისულ ამრჩევლებს მმართველი პარტიის მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ, ამი შესახებ განცხდებას „ერთიანი ნაციონალური" მოძრაობის ფოთის ორგანიზაციის წევრი დარეჯან ცხვიტარია აკეთებს, - იტყობინება Sputnik საქართველოს კორესპონდენტი ფოთიდან.

ოპოზიციის განცხდებით ეს ქმედება საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევაა.

ხმაური და დაპირისპირება ფოთის მე-18 საარჩევნო უბანზე

ამავე დროს, საარჩევნო უბანთან შეკრებლი ადამიანები ოპოზიციის განცხადებებს უარყოფენ და ამბობენ, რომ უბანზე თავიანთი სურვილით მივიდნენ და პირბადეებს ურიგებენ ამომრჩევლებს.

ფოთის № 70-ე სალქო საარჩევნო კომისიის თავჯდომარის, სალომე როდონაიას განცხადებით, 26-ე მაჟორიტარულ ოლქში, 108 498 ამომრჩეველია დარეგისტრირებული. მათ 50 პოლიტიკურ პარტიასა და 16 მაჟორიტარობის კანდიდატს შორის მოუწევთ არჩევანის გაკეთება. მისივე თქმით, 32 საარჩევნო უბანს დაემატა ერთი სპეც უბანი, რომელიც კოვიდპაციენტებს და თვითიზოლაციაში მყოფ პირებს ადგილზე მოემსახურება.

 

ნიკა ლატარია