თბილისი, 31 ოქტომბერი - Sputnik. ხმა მივეცი კარგ, ნორმალურ ცხოვრებას, განაცხადა ხმის მიცემის შემდეგ საარჩევნო უბნიდან გამოსულმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო სიის პირველმა ნომერმა ბუბა კიკაბიძემ.
ბრიფინგი ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში: ენმ „კარუსელებსა“ და სხვა დარღვევებზე ლაპარაკობს>>
ბუბა კიკაბიძე ჟურნალისტებთან საუბრისას აცხადებს, რომ მას გამარჯვების მოლოდინი აქვს.
ხმის მისაცემად მისულ კიკაბიძეს თავდაპირველად საარჩევნო უბანი შეეშალა, სადაც უთხრეს, რომ იმ კონკრეტული უბნის სიაში არ იყო. მოგვიანებით გაირკვა, რომ ბუბა კიკაბიძე იმავე შენობაში განთავსებულ სხვა უბანში იყო რეგისტრირებული.
ბუბა კიკაბიძემ ხმა თბილისის 71-ე საარჩევნო უბანზე მისცა.
2020 წლის საპარლამენტო არჩევნები საქართველოში შერეული სისტემით ტარდება. ქვეყნის მოსახლეობამ 150 დეპუტატი უნდა აირჩიოს საკანონმდებლო ორგანოში — 120 პროპორციული და 30 მაჟორიტარული წესით.
მეათე მოწვევის პარლამენტის არჩევნებში 48 პარტია და ორი საარჩევნო ბლოკი მონაწილეობს.