თალაკვაძე: საქართველომ გადადგა წარმატებული ნაბიჯი უფრო ძლიერი დემოკრატიისკენ

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს გამარჯვება მიულოცა და აღნიშნა, რომ ეს არის ისტორიული გამარჯვება
Sputnik

თბილისი, 31 ოქტომბერი – Sputnik. საქართველომ დაამტკიცა, რომ თუნდაც კორონავირუსის პანდემიის პირობებში შეუძლია თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნების ჩატარება, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ ეგზიტპოლების შედეგების გამოქვეყნების შემდეგ.

სააკაშვილი: ოპოზიციამ დამაჯერებლად გაიმარჯვა

საქართველოში საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ ოთხმა ტელეკომპანიამ ეგზიტპოლების შედეგები გამოაქვეყნა. ყველა მათგანის თანახმად, „ქართული ოცნება“ ლიდერობს.

„მთავარი დამსახურება ამ არჩევნების არის ის,  რომ საქართველომ გადადგა  წარმატებული ნაბიჯი უფრო ძლიერი დემოკრატიისკენ. ეს ნიშნავს უფრო მეტ ნდობას ჩვენი ქვეყნის მიმართ, უფრო მეტ თანამშრომლობას და მონაწილეობას ჩვენი მოქალაქეების ქვეყნის მართვის პროცესში და რასაკვირველია ეს პირდაპირ აისახება ჩვენი ქვეყნის მომავალზე დადებითად“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

თალაკვაძემ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს გამარჯვება მიულოცა და აღნიშნა, რომ ეს არის ნამდვილად ისტორიული გამარჯვება.

„კარგად გვესმის, რომ არაერთი პრობლემა რჩება ქვეყანაში, არაერთი ოჯახი, ჩვენი თანამოქალაქე რჩება, ვისაც სჭირდება სახელმწიფოს ძლიერი მხარდაჭერა და ჩვენ ამ საქმეს უკვე ხვალიდანვე შევუდგებით“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
პურმარილი, ცხოველები, რომანტიკა სანთლის შუქზე - ყველაზე სახალისო ამბები არჩევნები-2020-დან

საქართველოში მეათე მოწვევის პარლამენტის არჩევნები დასრულდა – 20:00 საათზე ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საარჩევნო უბნები დაიხურა.

საქართველოს მოქალაქეებმა ქვეყნის პარლამენტი შერეული სისტემით ბოლოჯერ აირჩიეს, სადაც 150 ადგილიდან 120 -პროპორციული სისტემით, 30 კი მაჟორიტარულით გადანაწილდება.

საქართველოში მომდევნო არჩევნები 2024 წელს მხოლოდ პროპორციული სისტემით ჩატარდება.