შეხლა–შემოხლა ერთდროულად თბილისის ორ რაიონში – დაშავდნენ ჟურნალისტები

დაშავდნენ „ტვ პირველისა“ და „რუსთავი2“–ის ჟურნალისტები, დაიმტვრა ერთ–ერთი საინფორმაციო სააგენტოს წარმომადგენლის კამერა
Sputnik

თბილისი, 31 ოქტომბერი – Sputnik. თბილისის ორ რაიონში ერთდროულად – სამგორსა და გლდანში აგრესიულად განწყობილი ახალგაზრდების ჯგუფები ჟურნალისტებს დაესხნენ თავს და პარტიების წარმომადგენლებთან შეხლა–შემოხლა მოაწყვეს.

წინასწარი ინფორმაციით, დაშავდნენ „ტვ პირველისა“ და „რუსთავი2“–ის ჟურნალისტები, დაიმტვრა ერთ–ერთი საინფორმაციო სააგენტოს წარმომადგენლის კამერა.

ჩხუბი და შეურაცხყოფა: შსს-მ ექვს სავარაუდო დანაშაულზე გამოძიება დაიწყო

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

რომელ პარტიას წარმოადგენენ აგრესიული ახალგაზრდები, დაზუსტებული არ არის. მასმედიაში ურთიერთსაწინააღმდეგო ინფორმაცია ვრცელდება.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნები საქართველოში შერეული სისტემით ტარდება. ქვეყნის მოსახლეობამ 150 დეპუტატი უნდა აირჩიოს საკანონმდებლო ორგანოში — 120 პროპორციული და 30 მაჟორიტარული წესით. მეათე მოწვევის პარლამენტის არჩევნებში 48 პარტია და ორი საარჩევნო ბლოკი მონაწილეობს.