ყვითელი ამბები

„ვუთანაგრძნობ მის ცოლს...“ – ხატია წერეთელი შეყვარებულს სკანდალურად დაშორდა

ცნობილი წყვილი – ხატია წერეთელი და იმედა ვახტანგიშვილი დაშორდნენ. ამ უკანასკნელმა უკვე ცოლიც მოიყვანა. მომღერალი სკანდალურ განცხადებას ავრცელებს.
Sputnik

თბილისი, 30 ოქტომბერი – Sputnik. მომღერალი ხატია წერეთელი ამბობს, რომ მისი საყვარელი მამაკაცი ალფონსი აღმოჩნდა და ამის გამო დაშორდნენ.

ხატია წერეთელმა სოციალურ ქსელში ყოფილ შეყვარებულთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, სადაც წერს, რომ გვიან აღმოაჩინა, რომ იმედა ვახტანგიშვილს მისი მხოლოდ ფინანსები სჭირდებოდა, რადგან კარგი მსახიობია და თამაშიც კარგად გამოსდის.

როგორც ჩანს, მომღერლის პარალელურად კაცი სხვა ქალსაც ხვდებოდა, რომელზეც, როგორც სოციალურ ქსელში გავრცელებული ფოტოებიდან ჩანს, დაქორწინდა კიდეც.

„ღმერთს მადლობა რომ დღეს ის არაა ჩემთან, ვუთანაგრძნობ მის ცოლს, რადგან ისიც ფულიანია, ისიც შვილიანი და ისიც იგივე მდგომარეობაში აღმოჩნდება ერთ ორ წელში, ასე იყო ჩემამდეც, ჰყავდა ქალი ისიც ფულიანი შვილიანი, იგივე ტექსტებით, იგივე სცენებით“, – წერს მომღერალი.

ხატია წერეთელი საზოგადოებამ მას შემდეგ გაიცნო, რაც მსმენელმა იხილა მისი ეროტიკული ხასიათის კლიპი ქართული ბაზრისთვის - „შენთან სექსი მაგარია“. კლიპი მართლაც რომ პროვოკაციული აღმოჩნდა, ხატია კი ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობდა, რომ ის საყვარელ „ვალენტინს“ მიუძღვნა, რომელზეც ყურებამდეა შეყვარებული.

კლიპში მონაწილე იმედა ვახტანგიშვილმა და ხატია წერეთელმა დაადასტურეს, რომ პარტნიორები იყვნენ და ერთად ყოფნა მოსწონდათ, თუმცა ამ ურთიერთობას შეყვარებულების სახელს მაინცდამაინც არ არქმევდნენ.