თბილისი, 30 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე საქართველოს საპარლამენტო არჩევნებზე ხმას გადასატანი ყუთის მეშვეობით მისცემს, იუწყება ქართული მასმედია.
როგორც საქართველოს საპატრიარქოში განმარტავენ, აღნიშნული გადაწყვეტილება ქვეყანაში შექმნილი ეპიდვითარებიდან გამომდინარე იქნა მიღებული.
გავრცელებული ინფორმაციით, საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები გადასატან ყუთს საპატრიარქოში მიიტანენ.
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს ტარდება, რომელშიც 48 პარტია და ორი ბლოკი მონაწილეობს.