თბილისი, 30 ნოემბერი — Sputnik. თურქეთის დასავლეთ ნაწილში 6,6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, იუწყება სტიქიური უბედურებებისა და საგანგებო სიტუაციების სააგენტო (AFAD).
მიწისძვრის ეპიცენტრი იზმირის პროვინციის ქალაქ სეფერლიქისარში იყო, კერა 16,5 კმ სიღრმეზე მდებარეობდა.
თურქული მედიისა და თვითმხილველების თქმით, ბიძგები იგრძნობოდა სტამბულშიც.
გარდა ამისა, რყევები იყო ახლომდებარე ბერძნულ კუნძულებზეც, რაც სეისმოლოგებმა 6,9 მაგნიტუდით შეაფასეს.
ვრცელდება ინფორმაცია იზმირში მინიმუმ ოცი შენობის ნგრევის შესახებ. ამ დროისათვის არსებული მონაცემებით, დაღუპულია ოთხი და დაშავებულია 120 ადამიანი.