კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა ზრდის კუთხით პოზიტიურ დინამიკას ვინარჩუნებთ

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე კორონავირუსის ახალ შემთხვევებზე ისაუბრა.
Sputnik
კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა ზრდის კუთხით პოზიტიურ დინამიკას ვინარჩუნებთ
„დღევანდელი მდგომარეობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ინფექციის 1 696 ახალი დადასტურებული შემთხვევა. პირველი ინფიცირების შემთხვევიდან დღემდე ქვეყანაში გამოვლენილი COVID-19-ის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 37263-ს შეადგენს. როგორც გუშინდელ ბრიფინგზე აღინიშნა, გვქონდა ოპტიმისტური მოლოდინები გამოჯანმრთელებული ადამიანების ზრდის კუთხით და ამ მხრივ დღევანდელი მდგომარეობითაც ვინარჩუნებთ პოზიტიურ დინამიკას. კერძოდ, ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 2 906 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 19810-მდე გაიზარდა. სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში გვაქვს გარდაცვალების შემთხვევებიც. გარდაიცვალა 12 ადამიანი: თბილისში – 4 ადამიანი, აჭარაში – 5, იმერეთში – 2, ხოლო შიდა ქართლში – ერთი ადამიანი. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ გვაქვს 285 გარდაცვალების შემთხვევა“, – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

ნათია მეზვრიშვილის განმარტებით, დღევანდელი მდგომარეობით, თვითიზოლაციაში იმყოფება 29 387 პირი, საიდანაც 3 643 თბილისშია, აჭარაში – 11 740, იმერეთში კი 3 972.