ყვითელი ამბები

„ხელის გულზე ვატარებ“ – მაია ასათიანი ცნობილ ფოტოგრაფს ხელში აყვანილი დაჰყავს – ვიდეო

მაია ასათიანი სოციალურ ქსელში სახალისო ვიდეოს აქვეყნებს. ნახეთ რა მოხდა ფოტოსესიაზე და რა მდგომარეობაში აღმოჩნდა ცნობილი ტელეწამყვანი.
Sputnik

ფოტოსესიის შემდეგ ცნობილი ტელეწამყვანი მაია ასათიანი შემაღლებული ადგილიდან ფოტოგრაფმა ნიკოლოზ ურუშაძემ ხელში აყვანილი ჩამოსვა. „ასე დამყავს სულ, ხელის გულზე ვატარებ“ – ისმის ფოტოგრაფის ხმა ვიდეოში, რომელსაც მაია „ინსტაგრამის“ „სთორიზე“ აქვეყნებს.

ფოტოსესია, სავარაუდოდ, თოქ-შოუ „პროფილისთვის“ მიმდინარეობდა, რადგან კადრებში გადაცემის პროდიუსერებიც ჩანან. პოპულარული ჟურნალისტი სკანდალური ცხოვრების მიუხედავად უამრავ ადამიანს უყვარს.

მის გარშემო განსაკუთრებულად გულწრფელი ადამიანები ერთადერთი ქალიშვილის გარდაცვალების შემდეგ გამოჩნდნენ. მათ შორის არიან მაიას დედა, ნახევარდები და მამინაცვალი, რომლებიც მას გვერდიდან არ შორდებიან. როგორც ოჯახის წევრებს შეეფერება, მაიას დებთან ძალიან ახლო და მეგობრული ურთიერთობა აქვს.

რამდენიმე თვის წინ „ფორტუნა პლუსის“ გადაცემა „ვიზიტორში“ ჟურნალისტმა და ტელეწამყვანმა მაია ასათიანმა მისი ცხოვრების აქამდე უცნობ ფაქტებზე ისაუბრა. მისი თქმით, შვილის გარდაცვალების შემდეგ სოციალურ ქსელში მასზე ბევრი ჭორი იწერებოდა, რაც ძალას აძლევდა, რომ მუდმივად ტონუსში ყოფილიყო.

„რაც ჩემს პირად ცხოვრებას შეეხება, დიახ, რასაც საუბრობდნენ, მართალი იყო, უბრალოდ ახლა ამ ყველაფერზე საუბარი არ მსურს, იმიტომ რომ ეს მხოლოდ მე არ მეკუთვნის. მე პირადი ცხოვრება მაქვს და მუდამ მქონდა, უბრალოდ ის დაცულია. რაც გათხოვებას შეეხება, გათხოვება არ მინდა“, – თქვა მაშინ ტელეწამყვანმა.