ყვითელი ამბები

აი თურმე რატომ მალავდა ორსულობას ქეთა თოფურია – ყველაფერს პასუხი ერთი კლიპით გაეცა

ორსული ქეთა თოფურიას ფოტოს შემდეგ, სადაც მომღერალი დუბაის სანაპიროზე საყვარელ მამაკაცთან ერთად ირუჯება, ყველაფერს ფარდა ვიდეოში აეხადა.
Sputnik

მას შემდეგ, რაც სამი დღის წინ სოციალურ ქსელში მომღერლის პაპარაცული ფოტო გავრცელდა დუბაიდან, სადაც გარუჯვის დროს საცურაო კოსტიუმში მომღერალს მუცელი აშკარად ეტყობა, ყველა ელოდა, რომ დამალულ ფეხმძიმობაზე თოფურია რაიმე კომენტარს გააკეთებდა, თუმცა ასე არ მოხდა.

ყველაფერს ფარდა ჯგუფ A'Studio-ს ახალმა კლიპმა Се ля ви ახადა, სადაც მომღერალი მოკლე ტოპშია და მისი მოზრდილი მუცელი აშკარაა. სავარაუდოდ, სწორედ აღნიშნული კლიპის პრემიერას დაამთხვია მომღერალმა საკუთარი ორსულობის გამჟღავნება. კლიპს უკვე ათასობით ნახვა აქვს და ინტერესი სულ უფრო იზრდება, როცა სოციალურ ქსელებში წერენ, რომ ვიდეოში თოფურია ორსულადაა.

34 წლის მომღერალი შემოდგომას დუბაის მზიან სანაპიროზე ატარებს საყვარელ მამაკაცთან, ბიზნესმენ ლევ დენგოვთან ერთად. ტაბლოიდებმა ცოტა ხნის წინ ისიც ივარაუდეს, რომ მომღერალმა უკვე იმშობიარა, რასაც თოფურია სოციალურ ქსელში ვიდეოთი გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეს ყველაფერი სიმართლეს არ შეესაბამება.

სანამ პანდემია დაიწყებოდა, ცნობილმა მომღერალმა სტილის შეცვლა დაიწყო. შესამჩნევი ცვლილებები გამოხმაურების გარეშე არ დარჩა. არტისტის გარდერობში მომრავლდა Oversize კაბები და მაისურები, რამაც თაყვანისმცემლებს ეჭვი გაუჩინა. ტაბლოიდები მის ფეხმძიმობაზე აქტიურად წერენ, თაყვანისმცემლები კი ერთხმად აღნიშნავენ, რომ ქეთას მალე ვაჟი ეყოლება.

ქეთა თოფურიას ახალი რჩეული დიპლომატი ლევ დენგოვია. ქეთამ რუსულ გადაცემაში თქვა, რომ ახლანდელი რჩეული მინსკში გაიცნო. თოფურია რამდენიმე თვეა რჩეულ მამაკაცთან ერთად ცხოვრობს, მოგზაურობს და უბრალოდ ცხოვრებით ტკბება. მისი სოციალური ქსელის „სთორები“ ერთობლივი ფოტო-ვიდეოებით არის მოცული. უსიმპათიურესი ბიზნესმენი ქალბატონებში დიდ აჟიოტაჟს იწვევს.