თბილისი, 30 ოქტომბერი – Sputnik. გურჯაანის მუნიციპალიტეტში მამაკაცმა ორი ადამიანი მოკლა, ორი კი დაჭრა, იუწყება ქართული მასმედია.
ინცინდენტი სოფელ ვაზისუბანში მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, სიტყვიერი დაპირისპირების დროს ქმარმა სანადირო თოფით ჯერ ცოლი მოკლა, შემდეგ ცოლისძმას და მეზობლებს ესროლა. შემთხვევის შედეგად ერთი მეზობელი გარდაიცვალა.
სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ დაჭრილები გურჯაანის საავადმყოფოში გადაიყვანა.
ექიმების განცხადებით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია – ერთ პაციენტს ამ წუთებში გადაუდებელი ქირურგიული ოპერაცია უტარდება.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 109-ე მუხლით დაიწყო.