გორთან მომხდარ ავტოავარიაში დაშავებულთაგან ერთი ადამიანი გარდაიცვალა

მასმედიის ინფორმაციით, მიკროავტობუსის მგზავრები თბილისიდან, პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიტინგიდან უკან, სახლში ბრუნდებოდნენ.
Sputnik

თბილისი, 30 ოქტომბერი – Sputnik. გორთან მომხდარი ავტოავარიის მსხვერპლის რაოდენობა ექვსამდე გაიზარდა, იუწყება „რუსთავი 2“.

ავტოავარია გვიან ღამით თბილისი–სენაკი–ლესელიძის გზის 77-ე კილომეტრზე მოხდა. თურქული ნომრის მქონე სატვირთო ავტომობილი სამგზავრო მიკროავტობუსს შეეჯახა.

სისხლიანი ავტოავარია გორთან: დაიღუპა 5 და დაშავდა 11 ადამიანი

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სატრანსპორტო საშუალების მართვის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევის მუხლით მიმდინარეობს, რომელსაც ორი ან მეტი ადამიანის დაღუპვა მოჰყვა.

„პირველი არხის“ ინფორმაციით, სამგზავრო მიკროავტობუსი, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერები დედაქალაქში გამართული აქციის შემდეგ სამეგრელოში მიჰყავდა, თბილისიდან ზუგდიდში ბრუნდებოდა.

ავტოკატასტროფისას დაშვებულები კლინიკა „გორმედში“ გადაიყვანეს, რამდენიმე მათგანის მდგომარეობა მძიმეა.