- სახელწოდება „ჩვენი საქართველო — სოლიდარობის ალიანსი“;
- ყველაზე ახალგაზრდა ოპოზიციური პარტია;
- შეიქმნა 2020 წლის 7 ივნისს — პარტია „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოს“ იმ წევრების მიერ, რომლებმაც მმართველი პარტია 2019 წლის ბოლოს დატოვეს;
- მისი ლიდერები და მნიშვნელოვანი ფიგურები არიან: მარიამ ჯაში, ბექა ნაცვლიშვილი, ლევან გოგიჩაიშვილი, გედევან ფოფხაძე, ჯაბა ჯიშკარიანი;
- პარტია დეკლარირებს სოციალურ დაცვას — საზოგადოებაზე ზრუნვას ყველა დემოკრატიული უფლებებისა და თავისუფლებების დაცვით;
- საზოგადოებას მათ თავი იმით დაამახსოვრეს, რომ ოპოზიციის ბოიკოტის ფონზე, „ქართულ ოცნებასთან“ თანამშრომლობდნენ საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებაში „პატრიოტთა ალიანსთან ერთად;
- პარტია არჩევნებში მე–19 ნომრით მონაწილეობს, მისი ლოზუნგია „დავარქვათ ყველაფერს თავისი სახელი!“
- მათი დაპირებების ერთ–ერთი პუნქტია საქართველოს ინტეგრაცია ევროკავშირთან და დიალოგი რუსეთთან;
- ბოლო დრომდე პარტიის რეიტინგი ერთ პროცენტზე ნაკლებს შეადგენდა. ერთადერთი გამოკითხვა, რომლის თანახმადაც „სოლიდარობის ალიანსი“ 4,5%-ს იღებს, იყო Public Opinion Strategies–ის გამოკითხვა, რომელიც ტელეკომპანია „იმედმა“ დაუკვეთა.