ფსიქოლოგი: იგნორი რთულია ბავშვისთვის, ამიტომ ნებისმიერი ფორმით ცდილობს ყურადღება დაიბრუნოს

ნინო ბუაძე ბავშვების რთულ ქცევაზე და მის გამომწვევ მიზეზებზე საუბრობს, განიხილავს ცალკეულ შემთხვევაში ამგვარი ქცევის შედეგებს.
Sputnik
ფსიქოლოგი: იგნორი რთულია ბავშვისთვის, ამიტომ ნებისმიერი ფორმით ცდილობს ყურადღება დაიბრუნოს
„ბავშვების რთული ქცევა, რა თქმა უნდა, მის აღზრდასთან პირდაპირ კავშირშია. როდესაც ის გარკვეულ მარწუხებშია მოქცეული, უნდა რომ სადღაც გამოუშვას დაგროვილი ენერგია. ეს განსაკუთრებით კარგად ჩანს ისეთ შემთხვევებში, როდესაც ოთხი წელი ერთი მკაცრი პედაგოგი ჰყავს და როცა მეხუთე კლასში გადადის, მასთან სხვადასხვა პედაგოგები შემოდიან. მათგან ზოგი მკაცრია, ზოგი ნაკლებად მკაცრი. აი, იქ უკვე გამოუშვებენ ხოლმე ბავშვები თავის დაგროვილ ენერგიას, რომელიც იმ მკაცრ პედაგოგს კარგად ეჭირა, რის ფასად, ეს უკვე სხვა საკითხია“, – ამბობს ნინო ბუაძე.

ფსიქოლოგის აზრით: „ხშირ შემთხვევაში ბავშვების ამგვარი დაგრვილი ენერგია აგრესიული და დესტრუქციულია. ამას ასაკობრივი კრიზისებიც მოჰყვება ხოლმე. საიდან მოდის ე.წ. რთული ქცევა? - ჯერ ერთი, დაგროვილი ენერგიიდან, მეორე, დასწავლა–მიბაძვიდან, ანუ ვიღაცეები იქცევიან ასე და მეც უნდა მოვიქცე. მომწონს ის ბავშვი, რომელიც ჩემთვის ავტორიტეტია“.