მაჭახელას ხეობაში ეთნოსოფელი შენდება

ეთნოსოფელი მდინარე მაჭახელას ულამაზეს ხეობაში შენდება და ის ტურისტებისთვის კიდევ ერთი მიმზიდველი ადგილი გახდება.
Sputnik

თბილისი, 29 ოქტომბერი – Sputnik. აჭარაში, მაჭახელას ხეობაში ეთნოსოფლის მშენებლობა დაიწყო, იუწყება „პირველი არხი“.

პროექტი მიმართულია ხეობის უნიკალური კულტურულ–ეთნოგრაფიული ფასეულობების, ისტორიისა და ტრადიციების მაქსიმალური დაცვისა და არსებული ლანდშაფტის შენარჩუნებისკენ.

ეთნოსოფელი შენდება ტურიზმის განვითარების, ეკონომიკური აქტივობის ზრდის, გარემოს დაცვისა და ასევე ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმების მიზნით.

პროექტი თანამედროვე სტანდარტების საინფორმაციო ცენტრის მშენებლობით დაიწყო. ის სრულად 2021 წლის სექტემბერში დასრულდება.

მაჭახელას საინფორმაციო ცენტრში მოეწყობა სამუშაო და საგამოფენო სივრცეები, ასევე საკონფერენციო დარბაზი.

მაჭახელას ეროვნული პარკი ფინანსურ დახმარებას მიიღებს>>

აღსანიშნავია, რომ გაეროს განვითარების პროგრამა მაჭახელას ხეობისთვის დაცული ლანდშაფტის სტატუსის მინიჭებაზე მუშაობს.

მაჭახელას ხეობა ბათუმიდან 20 კილომეტრში, ზღვის დონიდან 300–800 მეტრ სიმაღლეზეა და უნიკალური ბუნებით გამოირჩევა.