გახარია: დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ყურძნის რეკორდული მოსავალი მოვიდა
© Sputnik
„30 წლის განმავლობაში, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, ეს იყო რეკორდული მოსავალი – 277 ათასი ტონა ყურძენი ჩაიბარეს ჩვენმა მეღვინეებმა მთავრობასთან და სახელმწიფოსთან ერთად. ეს იყო ერთ-ერთი საუკეთესო რთველი, ასევე გამოწვევებით სავსე რთველი პანდემიის პირობებში, როცა ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ ჩვენს მევენახეებს, ჩვენს გლეხებს დავდგომოდით გვერდით“, – ამბობს გიორგი გახარია.
პრემიერის თქმით, ეფექტურად ჩაიარა რთველმა რაჭა-ლეჩხუმშიც, სადაც ასევე რეკორდული მოსავალი – 1400 ტონამდე სხვადასხვა ჯიშის ყურძენი ჩააბარეს.