კორონავირუსმა ქალ ძიუდოისტთა ნაკრებშიც შეაღწია: ინფიცირებულთა შორისაა ეთერ ლიპარტელიანი

ლიპარტელიანის გარდა, კორონავირუსის ინფექცია დაუდგინდა ქალთა ნაკრების კიდევ რამდენიმე წევრს და ერთ მწვრთნელს.
Sputnik

თბილისი, 29 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს ქალ ძიუდოისტთა ნაკრების ლიდერმა, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონმა, 21 წლის ეთერ ლიპარტელიანმა საკუთარ Facebook-გვერდზე ემოციური მიმართვა გაავრცელა, რომ მას კორონავირუსი დაუდასტურდა.

„მოგესალმებით, ჩემო ძვირფასო მეგობრებო! კორონავირუსის გამო სახლში ვრჩებით. ევროპის ჩემპიონატს პირდაპირ ეთერში უნდა ვუყუროთ“, – დაწერა ეთერ ლიპარტელიანმა. 

COVID-19 და ლეტალური შემთხვევები: სად დაფიქსირდა გარდაცვალების ყველაზე მეტი ფაქტი

ლიპარტელიანის გარდა, კორონავირუსი დაუდგინდა ქალთა ნაკრების კიდევ რამდენიმე წევრს და ერთ მწვრთნელს, იუწყება „პირველი არხი“. ტელეკომპანიის ინფორმაციით, ნაკრები და მთელი სამწვრთნელო შტაბი თვითიზოლაციაში იმყოფება.

ინფიცირებულთა შორის ძირითადად ახალგაზრდული (21–23-წლამდელთა) ნაკრების წევრები არიან. ყველა შემთხვევაში დაავადება აბსოლუტურად უსიმპტომოდ, მსუბუქ ფორმებში მიმდინარეობს.

ასე რომ, ქართველი სპორტსმენები, სავარაუდოდ, მონაწილეობას ვერ მიიღებენ ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატში (U-21), რომელიც ხორვატიაში 4–6 ნოემბერს გაიმართება.