მომღერალ ეკა კვალიაშვილის ერთადერთი ქალიშვილი – ნუკა კვალიაშვილი მეორედ დაქორწინდა. სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ფოტოებიდან ირკვევა, რომ მისი მეუღლე 29 წლის მუსიკოსია და სოციალურ ქსელში ფსევდონიმად „ბენი“ აქვს მითითებული.
მომღერალი ნუკა კვალიაშვილი პირველ მეუღლეს ნიკუშა კობახიძეს 12-წლიანი ურთიერთობის შემდეგ დაშორდა. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში თავად დაწერა. ინტერვიუებში მომღერალი ამბობდა, რომ წყვილი ერთმანეთს ვერ შეეწყო.
ნუკა კვალიაშვილი საზოგადოებამ რამდენიმე წლის წინ გაიცნო. ორიგინალური გარეგნობით კონკურსზეც გამოირჩეოდა, მაგრამ ახლა იმიჯი რადიკალურად შეიცვალა და ანიმაციის ულამაზეს გმირს დაემსგავსა.
ნუკა გვალიას სახელითა და გვარით სცენაზე 2013 წელს გამოჩნდა. „რუსთავი 2“-ის რეიტინგულ პროექტში „საქართველოს ვარსკვლავი“ მის პირველ შესრულებას დიდი დაინტერესება და გამოხმაურება მოჰყვა.
გოგონას დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ. იმ პერიოდში ნუკა შეყვარებული იყო. მისი რჩეული ნიკუშა კობახიძე გახლდათ, რომელიც თინეიჯერობისას გაიცნო. თანატოლებს შორის წყვილი საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობდა მაგრამ, ურთიერთობამ კონკურსის და ნუკას ცნობადობის შემდეგ გარდატეხა განიცადა. ნუკას და ნიკას თანაცხოვრებიდან ორი ვაჟი გაუჩნდათ – ლუკა და სანი.
ტაბლოიდებთან ნუკა აღნიშნავს, რომ არც ერთი ფსიქოლოგი ან ანტიდეპრესანტი არ შველის ისე, როგორც გარეგნობაში ცვლილება. ვარდისფერ თმას ლურჯი ცვლის, ლურჯს მწვანე ენაცვლება, მწვანეს ქერა, ქერას შავი და ასე დაუსრულებლად პირსინგებისა და ტატუების მომრავლებით.
ორიგინალური და ექსტრავაგანტული გარეგნობის მქონე მომღერალი ანიმაციებითაა გატაცებული. მის სოციალურ ქსელში მითოლოგიური გმირები ჭარბობენ, რომლებსაც ცდილობს დაემსგავსოს. გარდა ამისა, უყვარს სიგამხდრე და მაქსიმალურად ცდილობს წონა შეინარჩუნოს.