ყვითელი ამბები

53 წლის „მოცეკვავე მილიონერი“ მამა გახდა – ცეკვა სამშობიაროში და ახალშობილის პირველი ფოტო

ცნობილი იტალიელი მილიონერი, რომელიც საზოგადოებამ მის მეუღლესთან ერთად ცეკვით გაიცნო, 53 წლის ასაკში მამა პირველად გახდა.
Sputnik

ცნობილი მილიონერი, რომელმაც ცეკვის სიყვარულით გაითქვა სახელი, 53 წლის ჯანლუკა ვაკი მამა გახდა – მისმა 25 წლის რჩეულმა შერონ ფონსეკამ ქალიშვილი გააჩინა.

გოგონა დაბადებას არ ჩქარობდა, ამიტომ წყვილმა სამშობიაროშიც მოასწრო ცეკვა და, რასაკვირველია, ეს ვიდეოც პოპულარული გახდა.

საბოლოოდ გოგონა დაიბადა და მამა ძალიან გაახარა. „ის ჩვენთანაა... მე და შერონი ძალიან ბედნიერები ვართ – ჩვენი ქალიშვილი ბლიუ ჯერასულემა ვაკი დაიბადა. მადლობა ღმერთს, ჯანმრთელია. ჩვენ უკვე გვიყვარს ის მეტად, ვიდრე საკუთარი სიცოცხლე“, – დაწერა ვაკიმ.

შეგახსენებთ, ჯანლუკა ვაკი „საქართველოს ბანკის“ საახალწლო მუსიკალური ვიდეოკლიპის გმირიც არის. 2017 წელს ის საქართველოში მაშინდელ მეუღლესთან ჯორჯია გაბრიელასთან ერთად იმყოფებოდა, თუმცა წყვილი ოთხწლიანი თანაცხოვრების შემდეგ დაშორდა.

მანამდე მილიონერს ფინანსური პრობლემებიც ჰქონდა. საბანკო სესხების გამო მთელი მისი ქონება დაყადაღებული იყო.