ყვითელი ამბები

„მეშინია, ვიცი რაც არის...“ – რა მოხდა თამო ვაშალომიძის ცხოვრებაში?

ფოტომოდელმა ფეხმძიმობის პერიოდს ვრცელი პოსტი მიუძღვნა. რისი ეშინია და რა სირთულე გადახდა თავს საქმროსთან ურთიერთობისას?
Sputnik

პოპულარული ბლოგერი და ფოტომოდელი საკუთარ გვერდზე თაყვანისმცემლებს გულახდილი პოსტით გამოეხმაურა. თამო ვაშალომიძე მშობიარობისთვის ემზადება. მას სულ რამდენიმე დღეში ვაჟი შეეძინება. ეს მეორე შვილია, რომელიც მას მეორე პარტნიორისგან ეყოლება. წყვილი ამჟამად ერთად ცხოვრობს, ბევრმა სირთულემ კი მათი ურთიერთობა უფრო გაამყარა.

თაყვანისმცემლებმა შეამჩნიეს, რომ მის გვერდზე ეროტიკული ხასიათის სურათებმა იკლო, ხოლო ოჯახურმა იდილიამ იმატა. თამო ვაშალომიძის ახალი პარტნიორი აკა სამხარაძეა. ის ბიზნესმენია, რომელიც სამედიცინო სფეროში საქმიანობს. ფოტომოდელის განცხადებით, ისინი ერთ წელზე მეტია, რაც ერთმანეთს ხვდებიან. ეს ერთი ნახვით შეყვარებას ჰგავს. ფოტომოდელის განმარტებით, ბიზნესმენი მას საჩუქრებითა და ულევი ყურადღებით ანებივრებს, რის გამოც მათი ურთიერთობა უფრო და უფრო საინტერესოა. როგორც ჩანს, პატარა სოფია მამინაცვალს გულგრილს არ ტოვებს. თამოს სოციალური ქსელებიდან ირკვევა, რომ მამინაცვალი და თამოს ქალიშვილი ერთად დროს ხშირად ატარებენ.

„ესეც მეცხრე თვე. დღეები მაშორებს, რომ ჩემ ბიჭს შევხვდე. ეს ორსულობა ცოტა რთული იყო, ვიდრე სოფიაზე ვიყავი. ორსულობას თან ტოქსიკოზი და ბევრი სხვა სირთულე ახლდა, მაგრამ ვეცადე ცხოვრების რიტმი არ შემეცვალა. ჯერჯერობით წონაც კარგად შევინარჩუნე, 10 კილოგრამი მოვიმატე, სტრიები არ მაქვს და მშობიარობის მეშინია“, – წერს თამო „ინსტაგრამის“ „სთორიზე“.

როგორ ჩანს, მიუხედავად გამოცდილებისა, მშობიარობის პროცესი მისთვის ემოციურად რთულად გადასატანია. „ვიცი რაც არის და მშობიარობას ისევ გაუტკივარების გარეშე ვაპირებ, რადგან სოფია 20 წუთში გავაჩინე, ვიმედოვნებ, ახლაც არ ვიწვალებ“, – ასე გულახდილად გამოუტყდა „ფოლოვერებს“. სკანდალური ფოტოსესიები, თოქ-შოუებში ინტიმურ თემებზე ხმამაღლა საუბარი, გამომწვევი ჩაცმულობა და ინტრიგებით აღსავსე პირადი ცხოვრება – ეს თამო ვაშალომიძის პოპულარობის გზა და მეთოდებია, რომელიც დროებითმა პაუზამ და ვაჟზე ფეხმძიმობამ ჩაანაცვლა.