ოპოზიცია აცხადებს, რომ საქართველოს არჩევნების შემდეგ ლოკდაუნი ელოდება

ოპოზიცია წამყვან პოლიტიკურ ძალებს ამ თემაზე დებატების გამართვასა და საკუთარი პოზიციის დაფიქსირებას სთავაზობს.
Sputnik

თბილისი, 28 ოქტომბერი – Sputnik. მთავრობა ორშაბათიდან ქვეყანაში ლოკდაუნის გამოცხადებას გეგმავს, აცხადებს ოპოზიციური პარტია „ევროპული საქართველო" სანდო წყაროზე დაყრდნობით.

როგორც პარტიის განცხადებაშია ნათქვამი, მმართველ ძალას ამგვარად სურს უპირატესობის უზრუნველყოფა არჩევნების მეორე ტურის წინ.

 „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“ – პარტიის შესახებ

„ამ თემაზე აუცილებელია სერიოზული დებატები. ვიწვევთ „ქართული ოცნებისა" და „ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებს ამ თემაზე სერიოზული დისკუსიისთვის დარჩენილ სამ დღეში. ვთხოვთ სატელევიზიო არხებს, რომ ამ თემას მიაქციონ სერიოზული ყურადღება, რადგან სასწორზე არის არა მხოლოდ ქვეყნის დემოკრატიული მომავალი, არამედ საზოგადოებრივი ჯანდაცვა და თითოეული მოქალაქის კეთილდღეობა!" – ნათქვამია განცხადებაში.

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები შაბათს, 31 ოქტომბერს ჩატარდება. ეს ყველაზე მნიშვნელოვანი არჩევნებია ქვეყანაში. პოლიტიკური ძალა, რომელიც საკანონმდებლო ორგანოში უმრავლესობას მიიღებს, ჩამოაყალიბებს მთავრობას პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით.

არჩევნები შერეული სისტემით ჩატარდება – 120 დეპუტატს მოსახლეობა პროპორციული სისტემით აირჩევს, ხოლო 30-ს მაჟორიტარული წესით. მინიმალური ბარიერი პარტიებისთვის ერთი პროცენტია.

არჩევნებში მონაწილეობს 48 პარტია და ორი ბლოკი.