კარტოზიას ქუჩაზე მეზობლებმა იჩხუბეს – დაჭრილია ერთი პირი

ამ დროისათვის ინციდენტში მონაწილე ყველა პირი იდენტიფიცირებულია, უცნობია თუ რა გახდა კონფლიქტის მიზეზი.
Sputnik

თბილისი, 28 ოქტომბერი – Sputnik. კარტოზიას ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის მეზობლებს შორის დაპირისპირება მოხდა, დაჭრილია ერთი ადამიანი, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.

ინციდენტი საბურთალოს რაიონში გუშინ, ღამით მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, მეზობლებს შორის დაწყებული კამათი ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა – ერთ-ერთ პირს ცივი იარაღით მსუბუქი დაზიანება მხარის არეში აქვს მიყენებული.

მომხდარი დაპირისპირება სათვალთვალო კამერებმაც დააფიქსირა. ინციდენტში მონაწილე ყველა პირი იდენტიფიცირებულია. კონფლიქტის მიზეზი ამ დრომდე უცნობია.