ყვითელი ამბები

„მესამე თვალი მახატია...“ – ია ფარულავამ გადაცემაში ინტიმური ტატუ გამოაჩინა

ია ფარულავამ გაამხილა, რომ „მესამე თვალი“ აქვს და გამოსახულება ტანზეც აქვს ამოსვირინგებული. ნახეთ სკანდალური კადრები, როგორ გაასაჯაროვა მსახიობმა ტატუ.
Sputnik

თოქ-შოუ „პროფილში“ მსახიობი და ტელეწამყვანი ია ფარულავა იყო მიწვეული, რომელმაც საზოგადოება და თავად ტელეწამყვანი მაია ასათიანიც შოკში ჩააგდო. ეს უკანასკნელი დაინტერესდა, სჯერა თუ არა ღმერთის, რასაც მსახიობის ვრცელი პასუხი მოჰყვა, რომელმაც აღნიშნა, რომ ძალიან აქვს წარმოსახვა განვითარებული ე.წ. მესამე თვალი და მესამე თვალი ახატია ტანზეც.

მაია ასათიანი დაინტერესდა, სად აქვს ტატუ, რაზეც მსახიობმა ილო ბეროშვილის გადაცემაში სტუმრობა გაიხსენა და აღნიშნა, რომ მას აჩვენა „ფარულ კონვერტში“ ინტიმური ტატუ.

გახმაურებული კინოფილმის შემდეგ ია ფარულავას ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა. ყველას ახსოვს ის ცნობილი კადრი ფილმიდან „სიყვარული ვენახში“. ია ფარულავას ამჟამად ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში შოუ „ფარული კონვერტი“ მიჰყავს.

ია ფარულავა სამჯერ იყო გათხოვილი. პირველად პატარა ასაკში გათხოვდა, მისი მეუღლე რამაზ ჩანტლაძე იყო. ცოლ-ქმარს ურთიერთობა არ აეწყო, რამაზი ძალიან ეჭვიანი იყო და ზოგჯერ მსახიობს ფიზიკურადაც უსწორდებოდა, რის გამოც მათი ოჯახი დაინგრა. შემდეგ ია საცხოვრებლად და სამუშაოდ ამერიკაში წავიდა, სადაც ჟურნალისტ კის რაიზერზე იქორწინა, მაგრამ მოულოდნელად საქართველოში დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო.

სამშობლოში ის საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში ლიბანელ ბიზნესმენთან ფადი ასლისთან ერთად ცხოვრობდა, თუმცა წყვილი 2010 წელს ისე დაშორდა, რომ ქორწინება ოფიციალურად არ დაუკანონებიათ. 2013 წელს იას რჩეული ფრანკფურტში მოღვაწე ქართველი გიტარისტი ტარიელ ხოსროშვილი გახდა, უფრო მეტად ცნობილი ფსევდონიმით ტარიელ სუარი. ტელეშოუ „ნიჭიერის“ მიმდინარეობისას სუარმა პირდაპირ ეთერში სთხოვა იას ცოლობა და მათ მალევე, 2013 წლის სექტემბერში ჯვარი დაიწერეს, თუმცა მალევე დაშორდნენ.