გამყრელიძე: ინფექციას დავძლევთ და ამ ეპიდემიიდან გამოვალთ შედარებით ნაკლები დაზიანებებით

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ქვეყანაში არსებული ეპიდსიტუაცია შეაფასა.
Sputnik
გამყრელიძე: ინფექციას დავძლევთ და ამ ეპიდემიიდან გამოვალთ შედარებით ნაკლები დაზიანებებით
„გვაქვს შემთხვევათა ზრდა. მდგომარეობა ძალზე საყურადღებოა, მაგრამ თუ ჩვენ ვიქნებით ერთად, დავიცავთ რეკომენდაციებს და მივყვებით იმ პრინციპებს, რასაც მუდამ ვღაღადებთ, დამერწმუნეთ, რომ ჩვენ ამ ინფექციას დავძლევთ და გამოვალთ ამ ეპიდემიიდან შედარებით ნაკლები დაზიანებებით“, – ამბობს ამირან გამყრელიძე.

მისი განცხადებით, ჯანდაცვის სისტემა მართავს სიტუაციას და პანიკის საფუძველი არ არსებობს.