წალენჯიხის მერს კორონავირუსი დაუდასტურდა

ბესიკ ფარცვანიას განცხადებით, ინფექცია მსუბუქი ფორმით მიმდინარეობს და მხოლოდ ტემპერატურის მატება აღენიშნება.
Sputnik

თბილისი, 27 ოქტომბერი – Sputnik. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერს ბესიკ ფარცვანიას კორონავირუსი დაუდასტურდა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.

ამ დროისათვის ფარცვანია თვითიზოლაციაში იმყოფება და სახლში მკურნალობს ოჯახის ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ. მისი განცხადებით, ინფექცია მსუბუქი ფორმით მიმდინარეობს და მხოლოდ ტემპერატურის მატება აღენიშნება. 

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერს კორონავირუსი დაუდასტურდა

„სამწუხაროდ, გუშინ კორონავირუსზე აღებული ტესტის პასუხი დადებითი აღმოჩნდა. მას შემდეგ ვიმყოფები თვითვიზოლაციაში, რაც ინფიცირების ჩემს სავარაუდო წყაროს ინფექცია დაუდასტურდა. ამ ეტაპზე თავს კარგად ვგრძნობ", – დაწერა „ფეისბუქზე“ წალენჯიხის მერმა.

ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 1824-ით გაიზარდა და საერთო რიცხვმა 32127-ს მიაღწია.

ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 12632 ადამიანი, გარდაიცვალა – 238, კარანტინის რეჟიმშია 3757, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 3847 პაციენტია, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 2249 ადამიანი იმყოფება.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.