„საქართველოს ლეიბორისტული პარტია“ - ყველაფერი პოლიტიკური ძალის შესახებ

ყველაფერი, რაც უნდა ვიცოდეთ პარტიის შესახებ, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე ძველი ოპოზიციონერის მიერ არის დაფუძნებული - Sputnik-საქართველოს ინფორმაცია
Sputnik
  • ოპოზიციური პარტია, 1999 წლიდან არჩევნების უცვლელი მონაწილე.
  • დაარსებულია 1995 წელს შალვა ნათელაშვილის მიერ.
  • პირველ წარმატებას მიღწია 1998 წელს ადგილობრივი არჩევნებზე - პარტიამ მოიპოვა ორი მანდატი, 2002 წელს მოიგო არჩევნები თბილისის საკრებულოში და უმრავლესობა მოიპოვა.
  • 2003 წელს პარტიამ არ დაუჭირა მხარი „ვარდების რევოლუციას“ და მხარდამჭერთა ნაწილი დაკარგა.
  • 2004 წელს საპარლამენტო არჩევნებზე ხმების მხოლოდ 3,89% აიღო, რის გამოც პარლამენტის მიღმა დარჩა.
  • მთელი თავისი არსებობის განმავლობაში პარტია ოპოზიციაშია. ვარდების რევოლუციის შემდეგ „ლეიბორისტული პარტია“ მონაწილეობდა ყველა მსხვილ გამოსვლებში სააკაშვილის ხელისუფლების წინააღმდეგ.
  • 2008 წელს პარტია მოხვდა პარლამენტში, თუმცა არცერთი მისი დეპუტატი ბოიკოტის ნიშნად არ დასწრებია არცერთ საპარლამენტო სხდომას.
  • 2012 წელს პარტიამ უარი თქვა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ლიდერის მხარდაჭერაზე და კვლავ ოპოზიციაში დარჩა.
    წელიარჩევნების ტიპიხმების რაოდენობაპროცენტი საერთო ხმებში
    2012          საპარლამენტო          26 6211,24%
    2013საპრეზიდენტო        46 9842,88%
    2014ადგილობრივი 48 8623,45%
    2016        საპარლამენტო        5 20853,14%
    2017ადგილობრივი49 1303,27%
    2018          საპრეზიდენტო      59 6513,74%
  • პარტიის ლიდერები და ცნობილი წევრები: შალვა ნათელაშვილი, ბექა ნათელაშვილი, გიორგი გუგავა.
  • ოპოზიციაში ყოფნის მიუხედავად, პარტიამ 2000 წელს მიაღწია ფასიანი ზოგადი განათლების შესახებ კანონში ცვლილებების გაუქმებას. იმავე პერიოდში პარტიამ ასევე ელექტროენერგიაზე ტარიფების შემცირებას მიაღწია.
  • უკვე 2019 წელს, საკონსტიტუციო ცვლილებების ჩავარდნის გამო შექმნილი პოლიტიკური კრიზისის დროს პარტიამ ოპოზიციურ პარტიებს შორის მედიატორის როლი შეასრულა. „ლეიბორისტების“ ოფისში ოპოზიციურმა პარტიებმა თბილისში ერთიანი კანდიდატების წარდგენის შესახებ შეთანხმება შეძლეს.
  • პარტიას პოპულარობა მოუტანა მისი ლიდერის, შალვა ნათელაშვილის გამონათქვამებმა, რომელსაც საქართველოში მეორე ჟირინოვსკის უწოდებენ. ბოლო დროს მისი გამონათქვამები პოპულარულ ინტერნეტ-მემებად იქცნენ.
  • არჩევნებზე პარტია მონაწილეობს მე-10 ნომრით, ლოზუნგით „მომავალი შენია“.
  • თავის წინასაარჩევნო პროგრამაში პარტია აცხადებს, რომ აპირებს შეინარჩუნოს დიალოგი რუსეთთან ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატში, გააღრმავოს ურთიერთობები აშშ-თან და საქართველოში ამერიკული ბაზები განალაგოს.
  • ნათელაშვილი: ქათმის დაკვლას ვერ ვუყურებ, მაგრამ დახვრეტის შესაძლებლობაზე ვიმსჯელებდი >>
  • „ლეიბორისტული პარტიის“ რეიტინგი ბოლოდროინდელი გამოკითხვების მიხედვით:
    გამოკითხვა    რეიტინგი
    IRI3%
    Gorbi       3,3%
    Ipsos        1,9%
    Edison Research3%
    Survation2,7%