იხილეთ „Sputnik-საქართველოს“ ფოტოკადრები, როგორ ხვდებიან ამომრჩევლები პოლიტიკოსებს კორონავირუსის გავრცელების ზრდის ფონზე.
შეხვედრების დიდი ნაწილი ღია ცის ქვეშ იმართება, სადაც ადამიანები ხშირად პირბადეს იყენებენ, თუმცა დისტანციის დაცვა ყოველთვის ვერ ხერხდება.
საპარლამენტო არჩევნები შაბათს, 31 ოქტომბერს გაიმართება.
1 / 18
ამომრჩევლებთან შეხვედრები გრძელდება, მიუხედავად კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევების ზრდისა
2 / 18
შეხვედრები საზოგადოებრივ ტრანსპორტშიც კი იმართება. ყველა პირბადეს იყენებს - ამომრჩევლებიც და პოლიტიკოსებიც
3 / 18
თუ ჯერ კიდევ არ გადაგიწყვეტიათ, წახვალთ არჩევნებზე თუ არა - პარტიის აქტივისტები თავად გადმოგცემენ წინასაარჩევნო აგიტაციას
4 / 18
როგორ ჩაივლის ხმის მიცემის პროცესი? ამის შესახებ 31 ოქტომბერს გავიგებთ
7 / 18
თუმცა ზოგ რაიონში ადამიანები უნიღბოდაც მიდიან, ან არასწორად იკეთებენ
8 / 18
ასეთი შეხვედრების მონაწილეებს შორის ხშირად არიან ასაკოვნები. მათი დიდი ნაწილი პირბადეს იყენებს, თუმცა გარშემო უამრავი ადამიანია
9 / 18
აქტივისტები, პარტიები და დეპუტატობის კანდიდატები ამომრჩევლებთან შესახვედრად ბაზრებსა და სხვა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებზეც მიდიან
13 / 18
მიუხედავად ყველაფრისა, ჯერ კიდევ რთულია წარმოდგენა, როგორ შეიძლება წინასაარჩევნო აგიტაციის სრულად დისტანციურად გამართვა
14 / 18
მართალია, ტექნოლოგიები ამის საშუალებას უკვე იძლევა, თუმცა პირადი შეხვედრები პრიორიტეტად რჩება
15 / 18
ყველა ასაკოვანი ადამიანი არ სარგებლობს თანამედროვე ტექნოლოგიებით. პირად შეხვედრაზე კი მათ შეკითხვების დასმის საშუალება ეძლევათ
16 / 18
ბევრი ამომრჩევლისთვის, რომლებიც არჩევნებზე აპირებენ წასვლას, მნიშვნელოვანია მათთან შეხვედრა, ვისთვისაც ისინი ხმის მიცემას აპირებენ
17 / 18
პარტიების აქტივისტები ბუკლეტებს ქუჩებში არიგებენ, დააქვთ სახლებშიც, აკრავენ კარებზე. ფოტოზე - ერთ-ერთი აქტივისტი მეტრო სარაჯიშვილთან ბუკლეტებს არიგებს
18 / 18
კორონავირუსის გავრცელების მკვეთრი ზრდის ფონზე აუცილებელია გვახსოვდეს უსაფრთხოების ნორმების დაცვა - პირბადის სწორად გაკეთება, ის უნდა ფარავდეს სახესა და ცხვირს, ასევე ხელების ხშირი დაბანა საპნით