მამა კირიონს კორონავირუსი დაუდასტურდა

სასულიერო პირისთვის ინფიცირების წყარო უცნობია, იგი ბოლო დღეებში ტაძარში არ მისულა და არც მრევლთან ჰქონია კონტაქტი.
Sputnik

თბილისი, 27 ოქტომბერი – Sputnik. დავით-გარეჯის მამათა მონასტრის არქიმანდრიტ მამა კირიონს კორონავირუსი დაუდასტურდა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“. 

ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტს კორონავირუსი დაუდასტურდა

სასულიერო პირისთვის ინფიცირების წყარო უცნობია. მისი თქმით, იგი ბოლო დღეებში ტაძარში არ მისულა და არც მრევლთან ჰქონია კონტაქტი.

„არ მაქვს სიცხე და არც ვირუსისთვის დამახასიათებელი რომელიმე სიმპტომი. უბრალოდ, პირველ დღეს მქონდა მაღალი სიცხე. ახლა სახლში თვითიზოლაციაში ვიმყოფები“, – განაცხადა მამა კირიონმა. 

გუშინ კორონავირუსი დაუდასტურდა ასევე ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტ სტეფანეს.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 32127-ს მიაღწია. გამოჯანმრთელდა 12632 ადამიანი, გარდაიცვალა 238 პაციენტი.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.