ყვითელი ამბები

„დედას ნუცა 22 წლისაა“ – ასე ემოციურად მიულოცა მაია ასათიანმა გარდაცვლილ შვილს იუბილე

„რა მაგარია შენი დედობა...“ – დაწერა მაია ასათიანმა. ემოციური ფოტოები ჟურნალისტის ოფიციალური გვერდიდან.
Sputnik

მაია ასათიანმა შვილის დაბადების დღეზე უამრავი ფოტო გამოაქვეყნა. მათ შორის ორი განსაკუთრებით გულისამაჩუყებელი აღმოჩნდა, რადგან მაიამ სურათებს წარწერები დაურთო.

რამდენიმე წლის წინ მთელი ქვეყანა დაადუმა მაია ასათიანის ოჯახის ტრაგედიამ. ცნობილმა ჟურნალისტმა ქალიშვილს საფრანგეთის კლინიკაში მიაკითხა, მაგრამ ექიმებმა გოგონას გადარჩენა ვერ მოახერხეს. ნუცა ტელეწამყვანის ერთადერთი შვილი იყო. მშვენიერი და ყველასათვის საყვარელი ნუცა მაია ასათიანს პირველი ქორწინებიდან ჰყავდა. ნუცა 2017 წლის 23 თებერვალს საფრანგეთის საავადმყოფოში გარდაიცვალა. ჟურნალისტის ქალიშვილს მე­ნინ­გო­კო­კუ­რი ინ­ფექ­ცი­ა დაუდგინეს.

მაია ასათიანი სოციალურ ქსელში ბოლო დროს აქტიურია. ჟურნალისტი სახლში გატარებულ დროს ფაქტობრივად დეტალურად აქვეყნებს. მისი ყოველდღიური რუტინა უკვე ყველამ იცის. ბოლო პერიოდში ტელეწამყვანმა სოციალურ ქსელში სახლის ინტერიერის, ძაღლების მოვლის დეტალების, საკუთარი წიგნების, გემრიელი საუზმის საიდუმლოებების მოყოლა მოასწრო.

„დედას ნუცა 22 წლისაა“; „რა მაგარია შენი დედობა“ – დაწერა მაია ასათიანმა საკუთარ გვერდზე. მაია ასა­თი­ა­ნის და ირაკ­ლი მახ­ვი­ლა­ძის 18 წლის ქა­ლიშ­ვი­ლი ნუცა მახ­ვი­ლა­ძე პა­რი­ზის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში 2017 წლის 23 თე­ბერ­ვალს გარ­და­იც­ვა­ლა. გო­გო­ნა მე­ნინ­გო­კო­კუ­რი ინ­ფექ­ცი­ის დიაგნოზით სა­ა­ვად­მყო­ფო­ში კო­მა­ტო­ზურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მო­ა­თავ­სეს. სამ­წუ­ხა­როდ, მისი გა­დარ­ჩე­ნა ვერ მო­ხერ­ხდა. ნუცა მახ­ვი­ლა­ძე საფ­რან­გეთ­ში, ამე­რი­კულ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში პი­ა­რი­სა და მარ­კე­ტინ­გის ფა­კულ­ტეტ­ზე სწავ­ლობ­და.