ყვითელი ამბები

ორსული ქეთა თოფურია დუბაიში საცურაო კოსტიუმში დააფიქსირეს – პაპარაცული ფოტო

სოციალურ ქსელში ორსული ქეთა თოფურიას ფოტო ვრცელდება, სადაც მომღერალი დუბაის სანაპიროზე საყვარელ მამაკაცთან ერთად ირუჯება.
Sputnik

34 წლის ქეთა თოფურიამ რამდენიმე დღის წინ თვითმფრინავში გადაღებული სელფი გამოაქვეყნა. როგორც აღმოჩნდა, მომღერალი დასასვენებლად წავიდა არაბთა გაერთიანებულ საამიროებში. ინტერნეტში უკვე გამოჩნდა ფოტო, რომელშიც მომღერალი დუბაის სანაპიროზე მზის აბაზანას იღებს ახალგაზრდა მამაკაცთან ერთად, რომელიც, ალბათ, ლევ დენგოვია.

მიუხედავად იმისა, რომ რუსეთში მოღვაწე ქართველი მომღერალი ორსულობას დიდი ხნის განმავლობაში აქტიურად მალავს, ფოტოზე აშკარად ჩანს მისი წამოზრდილი მუცელი. ქეთას თაყვანისმცემელმა ფოტო „ინსტაგრამის“ „სთორიზე“ ატვირთა და აღნიშნა, რომ ქეთა შეუდარებელია.

ტაბლოიდებმა ცოტა ხნის წინ ისიც ივარაუდეს, რომ მომღერალმა უკვე იმშობიარა, რასაც თოფურია სოციალურ ქსელში ვიდეოთი გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეს ყველაფერი სიმართლეს არ შეესაბამება. თუმცა მისი ორსულობაზე საუბარი არ წყდება.

სანამ პანდემია დაიწყებოდა, ცნობილმა მომღერალმა სტილის შეცვლა დაიწყო. შესამჩნევი ცვლილებები გამოხმაურების გარეშე არ დარჩა. არტისტის გარდერობში მომრავლდა Oversize კაბები და მაისურები, რამაც თაყვანისმცემლებს ეჭვი გაუჩინა. ტაბლოიდები მის ფეხმძიმობაზე აქტიურად წერენ, თაყვანისმცემლები კი ერთხმად აღნიშნავენ, რომ ქეთას მალე ვაჟი ეყოლება. ბოლოდროინდელ ფოტოებსა თუ ვიდეოებზე მომღერლის წამოზრდილი მუცელი ადვილად შესამჩნევია.

ქეთა თოფურიას ახალი რჩეული დიპლომატი ლევ დენგოვია. ქეთამ რუსულ გადაცემაში თქვა, რომ ახლანდელი რჩეული მინსკში გაიცნო. თოფურია რამდენიმე თვეა რჩეულ მამაკაცთან ერთად ცხოვრობს, მოგზაურობს და უბრალოდ ცხოვრებით ტკბება. მისი სოციალური ქსელის „სთორები“ ერთობლივი ფოტო-ვიდეოებით არის მოცული. უსიმპათიურესი ბიზნესმენი ქალბატონებში დიდ აჟიოტაჟს იწვევს.