ხალხმრავლობა საბადურის ტყეში: თბილისელები ფოტოსესიაზე გაემართნენ - ვიდეო

საბადურის ტყეში დასვენების დღეებში უამრავმა ხალხმა მოიყარა თავი. რა ხდებოდა ადგილზე - თვითმხილველის ვიდეოში უყურეთ
Sputnik

საბადურის თვალწარმტაცი ტყე თბილისიდან სიონის წყალსაცავისკენ მიმავალ გზაზე მდებარეობს. ეს ადგილი ძალიან პოპულარულია საქართველოს მკვიდრებშიც და სტუმრებშიც, განსაკუთრებით კი შემოდგომაზე, როდესაც აქ ყველაფერი ცეცხლოვანი, მოწითალო და შეყვითლებულია.

საბადურის საოცარი ტყე: საქართველოს ცოცხალი ზღაპარი - ფოტო

დასვენების დღეებში ტყეს უამრავი ადამიანი ესტუმრა. გამვლელები კამერებით იღებდნენ გზის გაყოლებაზე გაჩერებულ ავტომობილებს. ვიდეოს აღწერაში ავტორი Lasha Shalamberidze წერს, რომ მის კადრებზე ასახულია მანქანების საერთოდ რაოდენობის მხოლოდ მესამედი.

საბადურის ტყე გასაოცარი ადგილია, რომელიც ყველა გამვლელს თუ სტუმარს აჯადოებს. განსაკუთრებით ლამაზი აქაურობა შემოდგომაზე და ზამთარშია. ტყე თბილისის ეროვნული პარკის ნაწილია და მსოფლიოს ყველაზე ლამაზი ტყეების 20-ეულში შედის.

საბადურის ტყე თბილისიდან 20 წუთის სავალზეა, მდებარეობს მცხეთა-მთიანეთის რაიონში ზღვის დონიდან 600 - 1700 მეტრის სიმაღლეზე.